თანაბარი შესაძლებლობებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორებში
2025 წლის, 29 მაისს, სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Tower საკონფერენციო დარბაზში TBSC კონსალტინგის ორგანიზებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, საქართველოში ბეჭდვისა და შეფუთვის სფეროში ახალი პროექტის: “თანაბარი შესაძლებლობებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორებში” პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების შექმნა და დანერგვა. ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორი საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, თუმცა ჯერ კიდევ არასაკმარისად აღიარებული დარგია, განსაკუთრებით გენდერული თანასწორობის კუთხით.პროექტის მიზანია პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს უნარების შეუსაბამობის შემცირებას და ინკლუზიური სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას საქართველოს ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორებში.
პროექტის მთავარი ბენეფიციარი საქართველოს ბეჭდვისა და შეფუთვის დარგის ლიდერი კომპანია Favorite Color Group -ია, რომელზეც EBRD გასცემს სესხს კომპანიის განვითარების, სიმძლავრეების, ხარისხისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით.Favorite Color Group -ი ბეჭდვისა და შეფუთვის ბაზარზე 20 წელზე მეტია წარმატებულად მუშაობს, ჯგუფში 11 ურთიერთდაკავშირებული კომპანიები შედის, რომლებიც ბაზარს მომსახურების სრულ სერვის სთავაზობს.
პროექტის ფარგლებში იგეგმება პროფესიული მომზადების პროგრამების შექმნა და დანერგვა 60-მდე პროფესიონალის მომზადების მხარდაჭერა: ფლექსოგრაფიულ, ოფსეტურ, ციფრულ ბეჭდვას და სხვა მიმართულებებში.