ბათუმის საზღვაო პორტმა დაადასტურა შესაბამისობა „საერთაშორისო პორტების უსაფრთხოების პროგრამის“ (ISPS Code) მოთხოვნებთან

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ და აშშ-ს სანაპირო დაცვის წარმომადგენლობამ – დელეგაციის ხელმძღვანელ ჯო ჩიარაველას, ჯგუფის წევრ ერიკ ჰატფილდს და პროგრამის კოორდინატორ ეკატერინე პარგალავას შემადგენლობით ჩაატარდა ბათუმის საზღვაო პორტის შეფასება მიმდინარე წლის მარტში მიღებული „საერთაშორისო პორტების უსაფრთხოების პროგრამის“ (ISPS Code) სერტიფიკატის შესაბამისად.პორტის უსაფრთხოების სისტემის კომპლექსური აუდიტი მოიცავდა წვდომის პროცედურებს, ვიდეომეთვალყურეობის საშუალებებს და პერიმეტრის დაცვის შემოწმებას, აუდიტი შედეგად აღინიშნა ტექნიკური აღჭურვილობის მაღალი ხარისხი, უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის კარგად ორგანიზებული სისტემა და შესაბამისობა მოქმედ ISPS სერტიფიკატთან.ბათუმის საზღვაო პორტი აგრძელებს უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებას და ადასტურებს საერთაშორისო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის საიმედო რგოლის სტატუსს.სს კაზტრანსოილი უშუალოდ ფლობს და მართავს წარმოებით აქტივებს საქართველოში, ბათუმის ნავთობის ტერმინალის (ბნტ) საშუალებით. ბნტ-ს ექსკლუზიური უფლებები აქვს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში 100%-იანი წილის მართვაზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *