ტარეკ მუჰმუდი Visa-ს CEMEA რეგიონს უხელმძღვანელებს თბილისი

თბილისი, 24 ივნისი, 2025 – Visa-მ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონულ პრეზიდენტად ტარეკ მუჰმუდი დანიშნა. ტარეკი უხელმძღვანელებს Visa-ს ბიზნეს საქმიანობას 86-ზე მეტ ინოვაციურ და სწრაფად მზარდ მარკეტზე. ამჟამად, Visa CEMEA-ს რეგიონი 23 ადგილობრივი ოფისის 1,800-ზე მეტ კლიენტს ემსახურება. ტარეკ მუჰმუდს საბანკო და გადახდების სფეროში 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ბოლო პერიოდში ის ხელმძღვანელობდა Visa-ს Value-Added Services (VAS) ევროპის რეგიონში. ის Visa-ს 2019 წელს შეუერთდა და თავდაპირველად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონს ხელმძღვანელობდა. ტარეკი Visa-ს გლობალური მარკეტების ჯგუფის პრეზიდენტის, ოლივერ ჯენკინის, ლიდერობის ქვეშ გაუძღვება CEMEA-ს რეგიონს.ტარეკ მუჰმუდი ახალ პოზიციაზე ენდრიუ ტორეს შეცვლის, რომელიც Visa-ს VAS ბიზნეს მიმართულების პრეზიდენტად დაინიშნა. ბოლო წლებში, ეს მიმართულება სწრაფად განვითარდა და დღეს, უკვე, 9 მილიარდ დოლარიან გლობალურ ბიზნესს წარმოადგენს. 2021 წლიდან კი წლიური შემოსავლების 20%-იან ზრდას აჩვენებს. „მოხარულები ვართ, რომ Visa-ს ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონის ხელმძღვანელი იქნება ლიდერი, რომელსაც როგორც ფინანსური მომსახურებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ისე სწრაფად მზარდ მარკეტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ტარეკი გააგრძელებს CEMEA-ს რეგიონში ციფრული გადახდების განვითარებას”, განაცხადა ოლივერ ჯენკინმა, Visa-ს გლობალური მარკეტების ჯგუფის პრეზიდენტმა. „ტარეკს 13 ქვეყანაში მუშაობის გამოცდილებასთან ერთად, უნიკალური გლობალური ხედვა, ძლიერი ლიდერის თვისებები და Visa-ს უმსხვილეს კლიენტებთან წარმატებული პარტნიორობის დიდი გამოცდილება აქვს“.„ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო CEMEA-ს რეგიონს და გავაგრძელო საქმიანობა გადახდების, კომერციისა და ფულადი გზავნილების ტრანსფორმაციის მიმართულებით“, აღნიშნა ტარეკ მუჰმუდმა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონულმა მენეჯერმა. „კარიერის მესამედზე მეტი სწორედ ამ რეგიონში მაქვს გატარებული და მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყო ციფრული გადახდების გაფართოებას უფრო მეტი მომხმარებლის, მერჩანტისა და მარკეტისთვის. მოუთმენლად ველი თანამშრომლობას ჩვენს გამორჩეულ გუნდთან, რათა კლიენტებთან და პარტნიორებთან ერთად, რეგიონში საერთო წარმატებას მივაღწიოთ“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *