„Illumina საქართველოში“ – გლობალური გენომური ტექნოლოგია ხელმისაწვდომი ხდება

საქართველოში მოლეკულური დიაგნოსტიკა სწრაფი ტემპით ვითარდება და მის უკან დგას ისეთი კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ლიდერებთან თანამშრომლობით ჩვენი ქვეყნის ლაბორატორიებს სთავაზობენ უახლეს ტექნოლოგიებს.

ერთ-ერთი ასეთია „ელთა 90 მედიქალ ჯინეთიქს” რომელიც გახლავთ მსოფლიო ლიდერის, ამერიკული კომპანია Illumina-ს ოფიციალური წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში.ვინ არის Illumina და რატომ არის ეს ტექნოლოგია მნიშვნელოვანი?Illumina წარმოადგენს გლობალურ ლიდერს გენომური ანალიზის სფეროში. მისი მოწყობილობები საშუალებას აძლევს ლაბორატორიებს „წაიკითხონ“ ადამიანის გენეტიკური კოდი – დნმ – წარმოუდგენელი სიზუსტითა და სისწრაფით.

ეს ტექნოლოგია არამხოლოდ სამეცნიერო კვლევების, არამედ პრაქტიკული მედიცინის – მაგალითად, კიბოს დიაგნოსტიკის, გენეტიკური დაავადებების გამოვლენის, რეპროდუქციული მედიცინის და ინფექციური დაავადებების გენომური მონიტორინგის მთავარ იარაღად იქცა.Illumina-ს სისტემა – როგორიცაა მაგალითად MiSeq™, NextSeq™, NovaSeq™ – იყენებს ე.წ. შემდეგი თაობის სექვენირების ტექნოლოგიას (Next Generation Sequencing, NGS). მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტექნოლოგია დნმ-ის გაშიფვრის ყველაზე სწრაფ, დეტალურ და საიმედო გზას წარმოადგენს. დღეს უკვე შესაძლებელია, რომ ერთ გამოკვლევაში ასობით გენი გავშიფროთ, რაც ადრე შეუძლებელი იყო.„ელთა 90 მედიქალ ჯინეთიქს” ამ ტექნოლოგიებს ქართულ ლაბორატორიებს სთავაზობს არა მხოლოდ როგორც მიმწოდებელი, არამედ როგორც სრული სერვის-პარტნიორი – სწავლებით, ტექნიკური მხარდაჭერითა და კონსულტაციებით. კომპანია უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს პროექტებს რეგიონში და თანამშრომლობს წამყვან სამედიცინო ცენტრებსა და კვლევით ინსტიტუტებთან.რატომ უნდა ენდოს ლაბორატორია ელთა 90-ს?•

ვართ Illumina-ს ერთადერთი ავტორიზებული წარმომადგენლები საქართველოში;• ვთანამშრომლობთ დარგის წამყვან ექსპერტებთან საერთაშორისო დონეზე;• ვთავაზობთ კვალიფიციურ ტექნიკურ მომსახურებას და ლაბორატორიების ტრენინგს;• ვემსახურებით როგორც სამეცნიერო, ასევე კლინიკურ სექტორს – ონკოლოგიიდან მიკრობიომამდე.მეცნიერება ხელმისაწვდომი ხდებაბოლო წლებში მოლეკულური დიაგნოსტიკა სულ უფრო აქტუალური ხდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ლაბორატორიებს ჰქონდეთ წვდომა იმავე ტექნოლოგიებზე, რასაც მსოფლიოს წამყვანი კლინიკები იყენებენ. ელთა 90 სწორედ ამ მიზანს ემსახურება – მეცნიერება და ინოვაცია გახადოს ხელმისაწვდომი საქართველოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *