ADB ამცირებს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს
Asian Development Bank News and EventsNewsNews ReleasesADB ამცირებს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზსAzərbaycanca English 日本語 ภาษาไทย Tiếng Việt 简体中文ADB ამცირებს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზსADB ამცირებს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 12News Release | 23 July 2025SHARE THIS PAGEმანილა, ფილიპინები (23 ივლისი 2025) — აზიის განვითარების ბანკმა (ADB) შეამცირა განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მიმდინარე და მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. დაქვეითება განაპირობა ექსპორტის მოსალოდნელმა შემცირებამ ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) მიერ გაზრდილი ტარიფებისა და გლობალურ ვაჭრობაში არსებული გაურკვევლობის ფონზე, ასევე შესუსტებული ადგილობრივი მოთხოვნის გამო.ADB-ის პროგნოზით რეგიონის ეკონომიკები მიმდინარე წელს 4.7%-ით გაიზრდება, რაც აპრილის პროგნოზს 0.2%-ით ჩამოუვარდება. მომავალი წლის მოლოდინიც შემცირდა 4.7%-დან 4.6%-მდე, ნათქვამია აზიის განვითარების პროგნოზის 2025 წლის ივლისის ანგარიშში.განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის პერსპექტივები შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს აშშ-ის ტარიფებისა და სავაჭრო დაძაბულობის დამწვავებით. სხვა რისკებს შორისაა კონფლიქტები და გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რამაც შესაძლოა მიწოდების გლობალური ჯაჭვები დააღვიოს და გაზარდოს ენერგოპროდუქტების ფასები. რისკებს შორისაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოსალოდნელზე მეტად დაზარალებული უძრავი ქონების ბაზარი.“აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონმა წელს მზარდი გამოწვევებით სავსე საგარეო ვითარებას გაუძლო. ეკონომიკური პროგნოზი შესუსტდა გაძლიერებული რისკებისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე,” განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა. “რეგიონის ეკონომიკებმა უნდა განაგრძონ თავიანთი ეკონომიკური საფუძვლების გაძლიერება, წაახალისონ ღია ვაჭრობა და რეგიონული ინტეგრაცია ინვესტიცების, დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად.”ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, რეგიონის ყველაზე დიდი ეკონომიკის ზრდის პროგნოზი წელს 4.7%-ზე ნარჩუნდება, მომავალ წელს კი 4.3%-ზე. მოხმარებისა და ინდუსტრიული აქტივობის სტიმულირების პოლიტიკა სავარაუდოდ დააკომპენსირებს უძრავი ქონების ბაზრის მიმდინარე სირთულეებსა და ექსპორტის შემცირებას. ინდოეთში, რეგიონის სიდიდით მეორე ეკონომიკაში, ზრდის პროგნოზი მიმდინარე წელს არის 6.5%, ხოლო მომავალ წელს 6.7% — შესაბამისად 0.2% და 0.1%-ით შემცირებულია აპრილის პროგნოზთან შედარებით, რადგან სავაჭრო გაურკვევლობა და აშშ-ის გაზრდილი ტარიფები გავლენას ახდენს ექსპორტსა და ინვესტიციებზე.გაუარესებული სავაჭრო ვითარება და გაუკვევლობა ყველაზე მეტად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკებს დააზარალებს. ADB ქვერეგიონის ეკონომიკების ზრდას წელს 4.2%-ით, მომავალ წელს კი 4.3%-ით ვარაუდობს, რაც თითქმის ნახევარი პროცენტით ნაკლებია აპრილის მოლოდინებთან შედარებით.დაღმავალ ტენდენციებს არ იზიარებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკები. ქვერეგიონის ზრდის პროგნოზი 2025 და 2026 0.1%-ით გაიზარდა და შესაბამისად 5.5% და 5.1% შეადგინა, რასაც დიდწილად განაპირობებს ნავთობპროდუქტებზე ფასების მოსალოდნელი ზრდა.ინფლაცია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში შენელებას განაგრძობს, ნავთობის ფასების შემცირებისა და სოფლის მეურნეობაში მაღალი მოსავლიანობის გამო, რამაც საკვებ პროდუქტებზე ფასები შეამცირა. ADB წელს რეგიონულ ინფლაციას 2.0%-ს, ხოლო მომავალი წელს 2.1%-ს ელოდება, რაც შემცირებულია აპრილის შესაბამისად 2.3% და 2.2%-თან შედარებით. ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურ, მედეგ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი