ყველა სახის მედიასაშუალების საყურადღებოდ,ნუ წამოეგებით თამბაქოს ინდუსტრიისანკესს!

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის თანახმად,მედია საშუალებებში თამბაქოს პროდუქტების რეკლამისა და პოპულარიზაციის ფაქტებიფიქსირდება.

კანონი ირღვევა ელექტრონული სიგარეტების, გასახურებელიან საღეჭი/საწუწნი თამბაქოს ნაწარმის და მათი მწარმოებელი კომპანიების რეკლამირებით, ციფრული მედიის საშუალებით (მათშორის, სოციალური ქსელებით, რაც ასევე კანონდარღვევაა) პირდაპირი ან ირიბი პოპულარიზაციის შედეგად.

მონიტორინგის თანახმად, ფიქსირდება ფაქტები, როდესაც მედიასაშუალებები ან ცალკეული ინფლუენსერები პირდაპირ ან ირიბად არღვევენ კანონის მოთხოვნებს. კერძოდ: იქმნება თემატური გვერდები და ბლოგები, რომელთა შინაარსი მიმართულია კონკრეტულიელ-სიგარეტების (ე.წ.ვეიპების),გასახურებელიან საღეჭი/საწუწნი თამბაქოს მოწყობილობების პოპულარიზაციისკენ;

პირდაპირ ან ირიბად, პროპაგანდისტულ სტატიებში შეუფარავად ცდილობენ კონკრეტული პროდუქტები წარმოაჩინონ როგორც „ნაკლებადმავნე“ „ზიანის შემცირების შესაძლებლობა“ან „მოწევის ალტერნატივა“.

რეკლამირების პროცესში აქტიურად ერთვებიან ინფლუენსერები – რაც კანონით პირდაპირ იკრძალება.

სარეკლამო სააგენტოები იყენებენ შუალედურ სქემებს:   მედიაპლატფორმებს აწვდიანე.წ. საჭირო მასალას — რომელიც გადმოცემულია ფსევდო-საინფორმაციო ფორმით, თუმც არეალურად რეკლამის მახასიათებლებს ატარებს.

ვთხოვთ მედიასაშუალებებს, გამოიჩინოთ სიფრთხილე მსგავს მასალებზე მუშაობისას.ნებისმიერი მათგანი,რომელიც პირდაპირ ანი რიბად ემსახურება თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლის პოპულარიზაციას, არღვევს მოქმედ კანონმდებლობას და გამოიწვევს:

  • ორგანიზაციის და ჯარიმებას 5000 ლარით, განმეორების შემთხვევაშიკი 10 000 ლარის ოდენობით
  • მედიაორგანიზაციის რეპუტაციის საფრთხეს.

ვთხოვთ, მედიას, არ წამოეგონ თამბაქოს ინდუსტრიის სტრატეგიულ ანკესს და თავი შეიკავონ კანონდარღვევისგან — განსაკუთრებით მაშინ, როცა მიზანია თამბაქოს ახალი პროდუქტების, როგორც თითქოს და სასარგებლო პროდუქტის იმიჯის შექმნა და მისი ნორმალიზაცია მოზარდებსა და ახალგაზრდებში.

აქვე, კიდევ ერთხელ, დამატებით შეგახსენებთ, რომ აკრძალვა ვრცელდება ყველანაირ პლატფორმაზე — იქნება ეს ონლაინმედია, ბეჭდური გამოცემა თუ სოციალური ქსელი.

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის მედიის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. არავის მასობრივად ინფორმირება ისე არ შეუძლია, როგორც მედიას. ამიტომაც თქვენ შეგიძლიათ საზოგადოებას უბიძგოთ, დაარწმუნოთ გახდეს საუკეთესო. მაშინ, როდესაც სახელმწიფო პროგრამები, საკომუნიკაციო კამპანიები ფაქტობრივად არ არსებობს, საზოგადოების ცნობიერების სწორად წარმართვაში თქვენი როლი კიდევ უფრომ ნიშვნელოვანია. ამიტომაც, გთხოვთ, ნუ გახდებით თამბაქოს ინდუსტრიის მსხვერპლი და ნებსით თუ უნებლიეთ საზოგადოების შეცდომაში შემყვანი დეზინფორმაციის გამავრცელებელი. თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტს ჯანსაღი ალტერნატივა არ გააჩნია. ერთადერთი ალტერნატივა მოწევაზე სრულად უარის თქმაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *