სარდისი და ბინთეფეს ლიდიური ყორღანები – თურქეთის 22-ე ობიექტი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში


სარდისი და ბინთეფეს ლიდიური ყორღანები – თურქეთის 22-ე ობიექტი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში
თურქეთი აგრძელებს ეროვნული ინიციატივების ხელმძღვანელობასა და საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით. 2025 წლის 6-16 ივლისს პარიზში გაიმართა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 47-ე სესია. ამ შეხვედრაზე სარდისი და ბინთეფეს ლიდიური ყორღანები, რომლებიც 2013 წლიდან UNESCO-ს საცდელ სიაში იყვნენ შეყვანილი, ოფიციალურად დაემატა ამ სიას. ამით UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში თურქეთის ობიექტების რაოდენობა 22-მდე გაზარდა.
სარდისი, ოდესღაც ლიდიელების დედაქალაქი, ასევე ძლიერი რკინის ხანის ცივილიზაცია (ცნობილია თავისი სიმდიდრითა და ადრეული მონეტების წარმოებით) ანატოლიის მდიდარი წარსულის დასტურია. მის მახლობლად, ბინთეფეში კი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ყორღანის სამარხია. UNESCO-მ ეს ადგილები აღიარა კრიტერიუმით როგორც გამორჩეული არქეოლოგიური და არქიტექტურული ნიმუში ანატოლიაში.
ლიდიელთა დიდებული მემკვიდრეობა
სარდისი ძვ.წ. V საუკუნით თარიღდება. მან ისტორიაში თავისი კვალი დატოვა, როგორც ლიდიური სამეფოს დედაქალაქი.
ლიდიელები — ანატოლიის ხალხი — გამოირჩეოდნენ უნიკალური ენითა და რელიგიური სისტემით. აღსანიშნავია, რომ მათ ისტორიაში პირველებმა გამოუშვეს ოქროსა და ვერცხლის მონეტები, რაც ფულად სისტემაში იმ დროისათვის რევოლუციას წარმოადგენდა.
სართის მდინარე (Sart Çayı), რომელიც ოდესღაც პაქტოლუსის (Pactolus) სახელით იყო ცნობილი, სარდისსა და მის შემოგარენს ოქროს საბადოებით ამარაგებდა. სწორედ ამ მდინარის წყალობით გამდიდრდა მეფე კროისოსიც.
იუნესკოს თანახმად, „სარდისს ჰქონდა უნიკალური ურბანული სტრუქტურა გამაგრებული კედლებით, ტერასებითა და განსხვავებული ზონებით, მათ შორის დასახლებებით, საკურთხევლებითა და სასაფლაოებით“. მიუხედავად იმისა, რომ უძველესი ქალაქი გამოირჩევა თავისი არქიტექტურული ტექსტურითა და კულტურული მემკვიდრეობით, ბინთეფეს ლიდიური ყორღანი მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ნეკროპოლისად ითვლება, რომელიც დაახლოებით 7,500 ჰექტარზე გადაჭიმულ 119-ზე მეტ სამარხს შეიცავს.
ლიდიის სამეფოს დაცემის შემდეგ, ძვ.წ. მე-6 საუკუნეში, სარდისი მნიშვნელობას ისევ არ კარგავდა — იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სპარსული, ბერძნული, რომაული და ბიზანტიური მმართველობების დროსაც.

საგულისხმოა, რომ დღესდღეობით იქ შემორჩენილია კარგად დაცული რომაული სტრუქტურები, მათ შორის აბანო-გიმნაზიუმის კომპლექსი(bath-gymnasium complex), აკროპოლისი და არტემიდას ტაძარი.
სარდისი რელიგიური თვალსაზრისითაც გამორჩეულია — აქ მდებარეობს ანტიკური მსოფლიოს უდიდესი სინაგოგა და ეკლესიები. ეს ეკლესიები ქრისტიანებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავს წარმოადგენს.

სარესტავრაციო სამუშაოები და ღამის მუზეუმი
სარდისისა და ბინთეფეს არქეოლოგიური გათხრები და კონსერვაციის მრავალდარგოვანი სამუშაოები სარდისის არქეოლოგიური დირექტორატის ხელმძღვანელობით გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი თურქეთის ფართო არქეოლოგიური ხედვის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და მდგრად მართვას.
ამ ზაფხულს, ღამის მუზეუმის პროექტის ფარგლებში, თურქეთში მდებარე 27 მუზეუმი, მათ შორის სარდისის მუზეუმი, ღამის საათებშიც იმუშავებს, რაც სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, ღამით, ვარსკვლავების ქვეშ „შეიგრძნონ“ ქვეყნის კულტურული სიმდიდრე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *