სტამბოლი — ერთი ქალაქი, ათასი გამოცდილება

თურქეთის ქალაქი სტამბოლი გამოირჩევა ცოცხალი კულტურული ცხოვრებით, უნიკალური ურბანული გამოცდილებებით, საოცარი გასტრონომიით, ხალისიანი ღამის ცხოვრებითა და მრავალფეროვანი სავაჭრო შესაძლებლობებით. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უნიკალური მდებარეობის დამსახურებით, სტამბოლი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სატრანზიტო ცენტრად იქცა. 2024 წლის მონაცემებით, სტამბოლის ორ საერთაშორისო აეროპორტს – სტამბოლის და საბიჰა გიოქჩენის აეროპორტს – ჯამში დაახლოებით 40.5 მილიონი ტრანზიტული მგზავრი ეწვია. თუ თქვენც აღმოჩნდებით ამ მგზავრებს შორის და ფრენებს შორის თავისუფალი დრო გექნებათ, აი, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ 48 საათი სტამბოლის დასათვალიერებლად.

პირველი დღე: ისტორიული ღირსშესანიშნაობები

დილის საათებიდაიწყეთ დღე თურქული ტრადიციული საუზმით, რომელიც ენერგიას შეგმატებთ. შემდეგ გაემართეთ ქალაქის „კულტურულ ბირთვში“ – ისტორიულ ნახევარკუნძულზე. ასევე, მოინახულეთ ჰიპოდრომი, თანამედროვე სულთანაჰმეთის მოედანი, რომელიც შესანიშნავი ადგილია სტამბოლის ისტორიული წარსულის შესასწავლად. იქვე, მოინახულეთ არქიტექტურული შედევრი აია-სოფია, შემდეგ გადადით ლეგენდარულ ცისფერ მეჩეთში, რომელიც ცნობილი არის თავისი ლურჯი კერამიკული ფილებითა და მშვიდი ატმოსფეროთი. აქვე, რამდენიმე ნაბიჯში, შეგიძლიათ ნახოთ ბაზილიკის ცისტერნა, სადაც თქვენს წინაშე იდუმალი სამყარო გადაიშლება.

მოსახსენიებელი დრო: სასახლეები და იმპერიები

შემდეგ გაემართეთ თოფქაფის სასახლეში, ოსმალთა იმპერიის საოცარი ღირსშესანიშნაობისკენ. არ გამოტოვოთ წმინდა რელიქვიების დარბაზი, საიმპერატორო სამზარეულოები და ჰარემი – ადგილი, სადაც სულთნები თავიანთ ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ. ან თუ უპირატესობას მუზეუმებს ანიჭებთ, ეწვიეთ სტამბოლის არქეოლოგიის მუზეუმებს, რომლებიც თურქეთის პირველ მუზეუმთა კომპლექსს წარმოადგენს. აქ ინახება ისეთ საგანძურები, როგორიცაა ქადეშის (Kadesh) ხელშეკრულება, ალექსანდრეს სარკოფაგი (Alexander Sarcophagus) და „იშთარის“ (Ishtar )კარიბჭე. ზაფხულში მუზეუმი ღიაა საღამოს 10 საათამდე, რაც „ღამის მუზეუმების“ პროექტის დამსახურებაა.

საღამო: ბაზრები, არომატები და მზის ჩასვლის პროცესისტამბოლი არ იქნებოდა სრული მის ლეგენდარული ბაზრების მონახულების გარეშე. დიდი ბაზარი, იგივე გრანდბაზარი ცნობილია 4000-ზე მეტი მაღაზიით, ხელნაკეთობებით, ქსოვილებითა და სამახსოვრო ნივთებით. თუ დაღლილი არ ხართ, ჩამოირბინეთ სუნელების ბაზრობამდე, სადაც ცოცხალი ფერები, აღმოსავლური არომატები და თურქული ლუქუმი დაგხვდებათ. ბოლოს კი ნახეთ მზის ჩასვლის საოცარი პროცესი, რომელიც სრულ სიმშვიდეს მოგგვრით.

მეორე დღე: დილის საათები: მეორე დღე დაიწყეთ ქარაქოიში თხელი სიმითისა და ჭიქა თურქული ჩაის მირთმევით. ამის შემდეგ გადადით გალათაპორტში, ქალაქის თანამედროვე სანაპირო სივრცეში, რომელიც მხოლოდ საკრუიზო ტერმინალი კი არა, არამედ კულტურის თანამედროვე კერაა – სავსე გალერეებით, კაფეებით, რესტორნებითა და მაღაზიებით. ამასთან, გაისეირნეთ ბოსფორის სანაპიროს გასწვრივ, დალიეთ ყავა კაფეში და მოინახულეთ თოფჰანეს საათის კოშკი, სტამბოლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ხატვისა და სკულპტურის მუზეუმი . აღსანიშნავია, რომ ორივე მუზეუმი ამ ტერიტორიაზე მდებარეობს.შემდეგ ისთიქლალზე მოსახვედრად ისარგებლეთ ისტორიული „თუნელით“, თურქეთის პირველი მიწისქვეშა მატარებლით და მსოფლიოში მეორე უძველესი მეტროთი. ამასთან, აქ შეგიძლიათ ახვიდეთ გალათას კოშკზე, საიდანაც ქალაქის პანორამული ხედი იშლება . უნდა ითქვას ისიც, რომ ზაფხულში ღამით კოშკი ღიაა 11 საათამდე. სწორედ ამიტომ, სურვილის შემთხვევაში გალათას კოშკი შეგიძლიათ მოინახულოთ ღამითაც. შემდეგ ისეირნეთ ისტიკლალის ცოცხალ ქუჩაზე, სადაც ისტორიული წითელი ტრამვაი ლივლივებს მაღაზიებსა და კულტურულ ობიექტებს შორის. ასევე, ისადილეთ ტრადიციულ ლოკანტაში ან სცადეთ სტამბოლის პოპულარული ქუჩის საჭმელი: მიდიები, თევზის სენდვიჩი (balık ekmek) და სხვ.

საღამო: ვახშამი

დღის ბოლოს მოიწყეთ გემრიელი ვახშამი რომელიმე Michelin-ის ვარსკვლავის მქონე რესტორანში. კულინარიული არჩევანი იმდენადვე მრავალფეროვანია, რამდენადაც თავად სტამბოლი — აქ შეხვდებით როგორც ინოვაციურ ანატოლიურ კერძებსა და სეზონურ, ადგილობრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ მენიუებს, ისე მსოფლიო სამზარეულოს საუკეთესო ნიმუშებს და მდგრად ვეგეტარიანულ შეთავაზებებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *