თურქეთმა 2025 წლის პირველი ნახევარში ტურიზმის მაჩვენებლებში მდგრადი ზრდა დააფიქსირა
- იანვრიდან ივნისის ჩათვლით თურქეთმა 26,388,831 ვიზიტორს უმასპინძლა და გასულ წელთან შედარებით 1%-იანი ზრდა აჩვენა.
- წლის პირველ ნახევარში თურქეთმა ტურიზმიდან 25.8 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 7,6%-ით მეტია.
- პირველ 6 თვეში საერთაშორისო ვიზიტორები ქვეყანაში საშუალოდ 10 ღამეს ატარებდნენ, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე მხოლოდ 0,9%-ით ნაკლებია, თუმცა ღამეში თითოეული ტურისტი საშუალოდ 106 აშშ დოლარს ხარჯავდა, რაც 8%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის 2024 წლის მონაცემებით, თურქეთი მსოფლიოს ტურიზმის მეოთხე უდიდეს ბაზარად ითვლება. 2025 წლის პირველი ნახევრის შედეგები სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, სადაც ნათელი გახდა ქვეყნის მდგრადი ზრდა ტურისტული მაჩვენებლების მიმართულებით.
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, მეჰმეთ ნური ერსოიმ, განაცხადა, რომ 2025 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანამ 26 388 831 საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა. 1%-იანი ზრდის ფონზე, თურქეთის ტურიზმის შემოსავალი ამავე პერიოდში 25,8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 7,6%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს. 26,4 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი საშუალოდ 10 ღამეს ატარებდა თურქეთში და თითო ღამეში ერთ ადამიანზე 106 აშშ დოლარს იხარჯებოდა, რაც შარშანდელთან შედარებით 8%-ით მეტია.
მეჰმედ ნური ერსოი ამბობს: „მიუხედავად მრავალი გეოპოლიტიკური გამოწვევისა, რომელმაც წლის პირველ ნახევარში იჩინა თავი ქვეყანაში, ტურიზმის ინდუსტრიაში მან მაინც განაგრძო მდგრადი ზრდა და რეკორდულ მაჩვენებლს მიაღწია. ეს განსაკუთრებით გამოიხატება მიღებულ შემოსავლებში. მომავალ ექვს თვეში, დარწმუნებული ვართ, რომ მივაღწევთ წლიურ მიზანს — 64 მილიარდ აშშ დოლარის ტურიზმის შემოსავალს“, – განაცხადა მეჰმეტ ნური ერსოი.
2025 წლის პირველ ნახევარში თურქეთის სამი უმსხვილესი ვიზიტორთა ბაზარი იყო: რუსეთი — 2,61 მილიონი ვიზიტორით, გერმანია — 2,42 მილიონით და გაერთიანებული სამეფო — 1,75 მილიონი ვიზიტორით. ასევე ზრდა დაფიქსირდა ჩრდ.ამერიკიდან ჩამოსულ ვიზიტორებში, ევროპის რამდენიმე კონკურენტი ქვეყნიდან, ცენტრალური აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებიდან.