Visa, Primeclass-თან პარტნიორობით,პირველ Fast Track სერვისს ნერგავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომსვლელებისთვის
თბილისი, აგვისტო 12, 2025 – Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, TAV Operation Services (TAV OS)-ის ბრენდ Primeclass Lounge-თან პარტნიორობით, პირველ Fast Track ე. წ. სწრაფი დერეფნისსერვისს ნერგავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომსვლელებისთვის, ექსკლუზიურადVisa პრემიუმ ბარათის მფლობელებისთვის.
2024 წელს, Visa-მ, Primeclass-თან პარტნიორობით, საქართველოში პირველად დანერგა Fast Track სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო გამგზავრებისას, ამჯერად კი სწრაფი დერეფნის სერვისი ასევე ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში ჩამომსვლელებისთვისაც. Visa და Primeclass შეუფერხებელ პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს.
11 აგვისტოდან,Visa პრემიუმ ბარათის მფლობელებსა და Primeclass-ის სტუმრებს შეეძლებათ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენისას, ისარგებლონ სწრაფი დერეფნის ექსკლუზიური სერვისით, ტერმინალზე ბარათის მარტივი შეხებით და გრძელი რიგების გვერდის ავლით.
დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში, სინანერემმა, TAV OS-ისოპერაციებისდირექტორმადათეაზაქარაძემ, TAV Tbilisi-სგენერალურმამენეჯერმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომსვლელებისთვის Fast Track სერვისის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
„გვეამაყება რომ Visa საქართველოში ნერგავს პირველ Fast Track სერვისს თბილისის საერთაშორისოა ეროპორტში ჩამომსვლელებისთვის. ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ Visa პრემიუმ ბარათის მფლობელების სამოგზაურო გამოცდილება”,თქვა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში. “ეს სიახლე ჩვენი Primeclass-თან წარმატებული პარტნიორობის გაგრძელებაა, რათა ინოვაციური და მაღალი სტანდარტის სამოგზაურო გამოცდილება შევთავაზოთ მომხმარებლებს. მჯერა, რომ ეს ექსკლუზიური სერვისი ხელსშეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკის წინსვლას საქართველოში“.
„Primeclass ში ჩვენი მიზანია შევქმნათ შეუფერხებელი და კომფორტული გამოცდილება სტუმარზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მეშვეობით. Visa-თან ჩვენი პარტნიორობის გაგრძელება ამ ხედვის ნაწილია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომსვლელთათვის Fast Track სერვისის დანერგვით, ჩვენ ვზრუნავთ მგზავრების სამოგზაურო გამოცდილების გაუმჯობესებაზე მათი აეროპორტში დაშვების მომენტიდან. მოწინავე ტექნოლოგიებისა და პერსონალიზებული მომსახურებით, ჩვენ ვაუმჯობესებთ მგზავრებისთვის ქვეყანაში შემოსვლის გამოცდილებას“,თქვა სინანერემმა, TAV OS-ის ოპერაციები სდირექტორმა.
„მგზავრთ ნაკადის ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მომსახურება იყოს მაქსიმალურად მოქნილი, თანამედროვე და კომფორტული. ეს არის კიდევ ერთი ახალი სერვისი, რომელიც პრემიუმ დონის გამოცდილებას წარმოადგენს და ამავდროულად ის ხელსშეუწყობს მგზავრთა ცირკულირებას ჩვენს აეროპორტში“,თქვა თეა ზაქარაძემ, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა.
Fast Track სერვისით სარგებლობა Visa Platinum და Visa Platinum Business ბარათებითწელიწადში 2-ჯერ, Visa Signature და Visa Signature Business ბარათებით წელიწადში 4-ჯერდა Visa Infinite ბარათით კიწ ელიწადში 6-ჯერ არის შესაძლებელი.