„GoTürkiye – ლიდერი ტურისტული პლატფორმა თურქეთში, რომელიც სოციალურ ქსელებში ფართო აუდიტორიას აღწევს
შესაძლოა, ცოტა ხნის წინ, სოციალური მედიის არხების დათვალიერებისას, თურქეთის ერთ-ერთ მომხიბვლელი მოგზაურობის ვიდეოს წააწყდით. ეს შემთხვევითი არ არის! თურქეთი ციფრულ პლატფორმებზე ტურიზმის პოპულარიზაციის თვალსაჩინო ძალად იქცა. კერძოდ, საუბარია ქვეყნის ოფიციალურ გლობალურ ტურიზმის პორტალზე- GoTürkiye-ზე, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე მეტი გამომწერის მქონე ტურიზმის ოფიციალურ ანგარიშებს შორისაა. მას რვა ძირითადი პლატფორმის მასშტაბით ჯამში 20.8 მილიონი გამომწერი ჰყავს..
უპირობო ლიდერობა YouTube-სა და TikTok-ზე
თურქეთი მსოფლიო ტურისტულ ასპარეზზე განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სწორედ ამის დასტურია GoTürkiye-ს წარმატება სოციალურ ქსელებში, რომელიც სრულად მოიცავს ქვეყნის კულტურასა და ტურისტულ საგანძურს.
YouTube-ზე GoTürkiye-ს გვერდი წარმოგიდგენთ გამორჩეულ ნამუშევრებს. მაგალითად, ორიგინალური მინი-სერიალები, როგორიცაა Antalya Gambit და İstanbul My Love, ან კრეატიული რუბრიკა – Be Our Guest , სადაც ინფლუენსერები თურქეთის სხვადასხვა ქალაქს იკვლევენ და მაყურებელს სთავაზობენ. კონკრეტულად არხის ზრდას რაც შეეხება, გვერდის გამომწერთა რიცხვი 146%-ით გაიზარდა, 2.1 მილიონიდან 5.2 მილიონამდე. 2025 წლის პირველ ექვს თვეში ვიდეოებმა 763 მილიონი ნახვა მოიპოვა (55%-იანი ზრდა), ხოლო ჩართულობა 123%-ით გაიზარდა და 122.6 მილიონს მიაღწია. ეს მაჩვენებლები GoTürkiye-ს YouTube არხს ყველაზე გავლენიან ეროვნულ ტურისტულ ანგარიშად აქცევს.
გამორჩეულ პროექტს – Sight & Sound Sessions – განსაკუთრებული როლი აქვს არხის ზრდაში. ამ სერიამ YouTube-ზე 15.5 მილიონი ნახვა და 1.7 მილიონი საათი ნახვის დრო დააგროვა. პროექტში “მსოფლიო მუსიკოსები” – მათ შორის Andrea Vanzo, Einmusik, Sébastien Léger, Oliver Koletzki, Kadebostany, Chris Luno, Sezer Uysal, Korolova და Miss Monique – თურქეთის საოცარ ლოკაციებში გამართავენ ცოცხალ წარმოდგენებს: ფამუქქალეში, აქიაქაში, ტუზის ტბაზე, ართვინში, ძველ ქალაქ სიდესა და ბოლუში.
TikTok-ზეც GoTürkiye განსაკუთრებულად გამოირჩევა. აქ მოკლე ვიდეოების დინამიკურ ფორმატში წარმოდგენილი არის ულამაზესი დრონ-კადრები თურქეთის ზღვისპირეთისა და ძველი ქალაქების შესახებ. 2025 წლის პირველ ნახევარში ანგარიშის გამომწერთა რაოდენობა 34%-ით გაიზარდა და 4.63 მილიონს მიაღწია, ხოლო ნახვებმა 53%-ით მოიმატა.
GoTürkiye ინსტაგრამ პლატფორმაზე
GoTürkiye-ს ინსტაგრამის ანგარიში სხვადასხვა პოსტების საშუალებით წარმოაჩენს თურქეთის მრავალფეროვან გამოცდილებას და მომხმარებლებს ქვეყნის შესწავლისკენ მოუწოდებს. ვიდეოები ქვეყნის რიტმს ერთ წუთზე ნაკლებ დროში ასახავს, სადაც წარმოდგენილია თურქული კერძების რეცეპტები, თვითონ ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციები და მრავალი სხვა კრეატიული კონტენტი. ნახვების რაოდენობა, რომელიც 2024 წლის პირველ ნახევარში 538 მილიონს აჭარბებდა, წელს იმავე პერიოდში 812 მილიონამდე გაიზარდა, რაც 51%-იან ზრდას წარმოადგენს. იმავე პერიოდში ჩართულობა 127%-ით გაიზარდა და 141 მილიონს მიაღწია. მიმდევრებიც 3.2 მილიონიდან 3.7 მილიონამდე გაიზარდა, რაც 15%-იან ზრდას წარმოადგენს. ამ მაჩვენებლებით, GoTürkiye-ს ინსტაგრამის ანგარიში მსოფლიოში ქვეყნის მასშტაბით დაფუძნებულ სარეკლამო ანგარიშებს შორის მეორე ადგილზეა.
თუმცა GoTürkiye-ს გავლენა მხოლოდ პოპულარულ პლატფორმებს არ შემოფარგლავს – ის წარმატებით ვითარდება Facebook-ზე, X-ზე (Twitter), WhatsApp-ზე, Douyin-ზე (ჩინეთი) და VKontakte-ზე (რუსეთი). ამ სტრატეგიამ პლატფორმა გლობალურ დონეზე გაზარდა და მდგრადი ჩართულობის ქსელი შეუქმნა.
თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოს (TGA) მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული სტრატეგიების დამსახურებით GoTürkiye განვითარდა, როგორც საუკეთესო სარეკლამო მარკეტინგული პლატფორმა