საქართველოს კარიტასი – საექთნო საქმის განვითარების მხარდამჭერი

საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრი უკვე მრავალი წელია აქტიურად უწყობს ხელს ზრუნვის სექტორისთვის კადრების მომზადებას. ცენტრი მიზანმიმართულად მუშაობს როგორც პროფესიონალების გადამზადებაზე, ასევე სასწავლო პროგრამების მომზადებაზე.

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მულტიდისციპლინარული პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს როგორც სამედიცინო, ისე სოციალურ მომსახურებას. სერვისით სარგებლობენ სოფლად და ქალაქად მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომელთაც ავადმყოფობის ან ტრავმის შედეგად დაკარგულია ქვთთავის მოვლის უნარი.

სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრი ყოველწლიურად ატარებს ტრენინგებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს სხვადასხვა სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებისთვის. სწავლების ძირითადი თემებია შინ მოვლა, ავად მოვლადა გერიატრია. ცენტრის ფარგლებში მოქმედი სპეციალისტების გადამზადების პროგრამა კი ხელს უწყობს არა მხოლოდ მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, არამედ საერთაშორისო დასაქმების შესაძლებლობების გაზრდასაც.

2025 წლის პირველ ნახევარში, ცენტრის ორგანიზებით, თბილისში და გორში ჩატარდა 36 ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა სტუდენტმა. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ტრენინგები ჩატარდა ასევე სომხეთისა და ტაჯიკეთის კარიტასის თანამშრომლებისთვის.

საქართველოს კარიტასი განაგრძობს როგორც მოქმედი, ისე მომავალი მედიკოსების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, რაც ხელს უწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და სექტორის მდგრად განვითარებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *