არსებული კრიზისი მხოლოდ დროებითი ცვლილებებით ვერ გადაიჭრება

„5 ოქტომბერი – პროტესტის ევოლუცია“ – ამ სახელწოდებით, პანელური დისკუსია გამართა “ანტიკრიზისულმა პლატფორმამ” და “საპროტესტო აუდიტორიამ”.

რუსთაველის გამზირზე, ილიას და აკაკის ძეგლის წინ შეკრებილი საზოგადოების წინაშე იმსჯელეს თემებზე: რა გვასწავლა პროტესტის განვლილმა გზამრას ველოდებით 4 ოქტომბრის შემდეგროგორი უნდა იყოს მოქალაქის როლი კრიზისის დაძლევაში როგორ ავირიდოთ შეცდომების განმეორების რისკებიშეხვედრაზე წარადგინეს „ანტიკრიზისული პლატფორმის“ მანიფესტი და ვებ-გვერდი სახელწოდებით chvenia.ge „პლატფორმა აერთიანებს ყველას, ვისაც სჯერა, რომ საქართველოში კრიზისის დაძლევა მხოლოდ მოქალაქეთა ჩართულობით, პროფესიონალიზმითა და სისტემური ანტიკრიზისული მიდგომებით შეიძლება.“ – განაცხადეს ანტიკრიზისული პლატფორმის წარმომადგენლებმა. დისკუსიის შედეგად მოქალაქეებმა ერთობლივად იმსჯელეს კრიზისის გამომწვევ მიზეზებსა და გამოსავალზე.სპიკერების გამოსვლის შემდეგ, ინტერაქტიულ სესიაზე დამსწრე საზოგადოებამ ახალგაზრდებმა, პროფესიული წრეების წარმომადგენლებმა და პროტესტის მონაწილეებმა დასვეს კითხვები და საკუთარი თვალსაზრისი გამოთქვეს. დისკუსიის მონაწილე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ საქართველო ისტორიულ გზაგასაყარზე დგას, რა დროსაც არსებული კრიზისი მხოლოდ დროებითი ცვლილებებით ვერ გადაიჭრება. „ანტიკრიზისული პლატფორმა“ მიიჩნევს, რომ გამოსავალია დადგეს ტექნიკური მთავრობის, იგივე ანტიკრიზისული მთავრობის ინიციატივა, რომელიც საზოგადოების მიერ წამოწყებული იდეა და მიზნად ისახავს ქვეყნის სტაბილიზაციასა და კრიზისიდან გამოყვანას პროფესიონალიზმის, გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ფართო ჩართულობის გზით. „ანტიკრიზისული მთავარობა არის დროებითი (მაქსიმუმ 2 წლით მოქმედი) აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც კრიზისულ სიტუაციაში ქვეყნის სტაბილიზაციისთვის იქმნება. მისი შემადგენლობა განისაზღვრება არა პოლიტიკოსებით, არამედ კომპეტენციისა და საზოგადოების ნდობის საფუძველზე შერჩეული დარგის სპეციალისტებისგან. ეს იდეა არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, პოლიტიკურ ჯგუფს ან ორგანიზაციას, ის ეკუთვნის მოქალაქეებს. “ – ნათქვამია „ანტიკრიზისული პლატფორმის“ ვებ-გვერდზე, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, ვისაც მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ერთად უნდა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, ხელი მოაწერონ მანიფესტს, შეუერთდნენ ინიციატივას, შექმნან საკუთარი საჯარო პროფილი ანტიკრიზისულ რუკაზე, დაასახელონ სასურველი მინისტრობის კანდიდატი და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:ნიკა შურღაია – „ერთობა“მარი ჯაფარიძე / კოტე გელაშვილი – ანტიკრიზისული პლატფორმალაშა ძებისაშვილი – ანალიტიკოსიზურა ცეცხლაძე – სინდისის პატიმრის ზვიად ცეცხლაძის მამამოდერატორი ვიქტორ დუნდუა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *