ღამის ტურიზმი თურქეთში: მუზეუმები, კრუიზები და სხვა თავგადასავლები

ღამის ტურიზმი თურქეთში: მუზეუმები, კრუიზები და სხვა თავგადასავლებიბოლო კვლევებისა და ტურისტული ინდუსტრიის ანალიზის მიხედვით, „ნოქტურიზმი“ – ანუ ღამის მოგზაურობის გამოცდილებები მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო პოპულარული ხდება. არც ერთი ქვეყანა ამ გამოცდილებისთვის ისე არ არის შესაფერისი, როგორც თურქეთი. აქ ზაფხული ხშირად ოქტომბრამდე გრძელდება თავისი რბილი კლიმატით, უხვი მზითა და მრავალფეროვანი სერვისებით. იფიქრეთ შუაღამის ლაშქრობებზე, ღამის ბაზრობებზე, ვარსკვლავების ყურებასა და ღამის ცხოვრებაზე. სწორედ ამ ყველაფერს აერთიანებს ე.წ ნოქტურიზმი. თურქეთი კი ნოქტურიზმისთვის იდეალურია ქვეყანაა.განსაკუთრებული გამოცდილებაა მუზეუმებში ვარსკვლავების ქვეშ სეირნობა. „ღამის მუზეუმების პროექტმა“, რომელიც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ღამით დაათვალიერონ თურქეთის კულტურული ძეგლები, გასულ წელს 395,000-ზე მეტი ვიზიტორი მიიღო ისეთ მნიშვნელოვან კულტურულ ადგილებში, როგორებიცაა იზმირი, ჰიერაპოლისი, (პამუკალე, დენიზლი), თუმცა, თურქეთი ღამის შემდეგ ბევრად მეტს სთავაზობს სტუმრებს, ვიდრე მხოლოდ განათებულ მუზეუმებს. მოდი, გავიგოთ, რა ხდის მას მზის ჩასვლის შემდეგ უნიკალურ დანიშნულების ადგილად.ექსკლუზიური გამოცდილებები, რასაც თურქეთი თავის სტუმრებს სთავაზობს შუაღამისას სტამბოლში მუზეუმები, კონცერტები, ბოსფორის ტურები და სხვ.თურქეთის უდიდესი ქალაქი, სტამბოლი, ღამით სრულიად ახალ ელფერს იძენს. „ღამის მუზეუმების პროექტის“ ფარგლებში, ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ ქალაქის მრავალი მუზეუმი, მათ შორის სტამბოლის არქეოლოგიის მუზეუმები და გალათას კოშკი. კულტურული ქვეყნის დედაქალაქი ასევე მასპინძლობს მრავალფეროვან საღამოს ღონისძიებებს – კონცერტებს, ღია ცის ქვეშ კინოჩვენებებს და მდიდარ ღამის ცხოვრებას. ზაფხულის კულტურულ კალენდარს ამშვენებს მსოფლიო დონის ვარსკვლავების, თუნდაც ჯასტინ ტიმბერლეიკისა და რობი უილიამსის შესრულებები, მათი ღია კონცერტები, რომელიც თბილ ღამეებს დაუვიწყარ დღესასწაულად აქცევს. ღამის კრუიზები კი სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ გამოცდილებას წარმოადგენს.იზმირიდან მუღლამდე: ეგეოსის სანაპირო, რომელიც მზის ჩასვლის შემდეგ იღვიძებსღამის თავგადასავლები თურქეთის ეგეოსის რეგიონშიც გრძელდება. იზმირი ვიზიტორებს საღამომდე იღებს თავის კულტურულ ადგილებში. მუღლაში კი თქვენ დაგხვდებათ ბოდრუმის წყალქვეშა არქეოლოგიის მუზეუმი, რომელიც ღამის ცის ქვეშ გამორჩეულ ექსპერიმენტს გთავაზობთ. ღამე თურქულ რივიერაზეროდესაც მზე ჩადის, თურქეთის ხმელთაშუა სანაპიროზე მდებარე ანტალია სრულიად ახალ რიტმს იძენს. უძველეს ასპენდოსის თეატრში ზაფხულის ღამეები მუსიკით, ოპერითა და ბალეტით გრძელდება, სადაც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს პრესტიჟული „ასპენდოსის საერთაშორისო ოპერისა და ბალეტის ფესტივალი“. ანტალიის მუზეუმი, ალანიას მუზეუმი და ნეკროპოლისის მუზეუმი, ისევე როგორც უძველესი ქალაქები, მაგალითად ასპენდოსი, ღამით 22:00 საათამდე ღიაა ვიზიტორებისთვის.ღამის ბალეტი კაპადოკიაში „ზღაპრების ქვეყანაში“”ზღაპრების ქვეყანა” – კაპადოკია ღამით სრულიად ახალ სახეს იძენს. განათებული ხეობები იდეალურია საღამოს სეირნობისთვის განსაკუთრებით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ მიწისქვეშა ქალაქები – დერინქუიუ, ქაიმაქლი და ოზქონაქი – ღამით 21:00 საათამდე ღიაა სტუმრებისთვის.ამ ყველაფერის გარდა შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები. მოგეხსენებათ კაპადოკიის რესტორნები MICHELIN-ის გზამკვლევშია მოხვედრილი, რაც მის განსაკუთრებულობას უსვამ სხაზს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *