პოლიტიკა

თბილისში გაიმართა კონფერენცია თემაზე:„ყაზახეთის, როგორც „შუა ძალის“ როლი მოსფლიოეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობებისახალი არქიტექტურის ფორმირებაში“.


🔹 2025 წლის 24 ოქტომბერს, ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან ერთად, რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გამართა სახელწოდებით „ყაზახეთის, როგორც „შუა ძალის“ როლი მოსფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ახალი არქიტექტურის ფორმირებაში“.
კონფერენციას ესწრებოდნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები და ექსპერტები, ასევე ცნობილი ყაზახი პოლიტოლოგი, გამოყენებითი ეთნოპოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ტ.კალიევი.
კონფერენციის დაწყებამდე, ყაზახეთის ელჩის, მ. მურზალინისა და უნივერსიტეტის რექტორის, მ. თავხელიძის მონაწილეობით გაიმართა ცერემონია, რომლის ფარგლებშიც ყაზახეთის ისტორიისა და კულტურის კაბინეტს საჩუქრად გადაეცა ყაზახი ხალხის ისტორიასთან, ტრადიციებთან და წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებული წიგნები და სხვა მასალები.
კონფერენციის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვის დროს მ. მურზალინმა, ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის გამოცხადებიდან 35 წლის განმავლობაში, ყაზახეთი შედგა, როგორც ძლიერი და ეფექტური სახელმწიფო დინამიურად განვითარებადი ეკონომიკით, რომელსაც ძლიერი პოზიციები უკავია მსოფლიო საზოგადოებაში და სარგებლობს დამსახურებული პატივისცემითა და ავტორიტეტით, როგორც პასუხისმგებლიანი შუა ძალა. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პრეზიდენტ კასსიმ-ჟომარტ ტოკაევის ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს საიმედო გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის აღდგენას და სატრანსპორტო და ლოგისტიკური ქსელის განვითარებას.
კონფერენციის მონაწილეებმა თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს, რომ თანამედროვე სამყაროში, რომელიც სწრაფად იცვლება გლობალური ტრანსფორმაციისა და ტექნოლოგიური პროგრესის გავლენით, ყაზახეთი, თანამშრომლობის არქიტექტურის გაუმჯობესების ინიციატივებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები და სატრანსპორტო ურთიერთკავშირი, ხელს უწყობს საერთაშორისო კავშირების განმტკიცებას და აქტუალური საერთაშორისო პრობლემების მოგვარებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *