ბაზარზე ახალი პრემიუმ ბრენდი – RICHY Events & Crafts გამოჩნდა
თბილისი, 2025 წელი – ქართულ ბიზნეს ეკოსისტემაში ახალი და ძალზე ამბიციური მოთამაშე გამოჩნდა.
RICHY Events & Crafts – ბრენდი, რომელმაც ხელნაკეთი ნივთები და საავტორო მასტერკლასები ლუქს სეგმენტის გამოცდილებად აქცია, უკვე მოინათლა როგორც “ქართულ ბაზარზე ყველაზე ექსკლუზიური და ძვირადღირებული კომპანია”.
ბრენდის დამფუძნებლების – თათული ოჩიგავასა და ქრისტინე მოდებაძის თქმით, მათი მიზანი თავიდანვე მკაფიო იყო – შეექმნათ ისეთი სერვისი და პროდუქტი, რომლის ფასი თავად ამბობს: „მე არ ვარ ყველასთვის.“
და ამ მიზანს, უნდა ითქვას, სრულად მიაღწიეს – RICHY-ს პროდუქციის ფასები იმდენად მაღალია, რომ მხოლოდ ერთეულ მომხმარებლებს შეუძლიათ მათი შეძენა, თუმცა ეს სტრატეგია აღმოჩნდა ბრენდის მთავარი კონკურენტული უპირატესობა. მათ მოახერხეს ქართული ხელნაკეთი კულტურისა და ივენთების სერვისის luxury პოზიციონირება, შექმნეს იშვიათი ბიზნეს მოდელი, სადაც მაღალი ფასი თავად იქცა გაყიდვის მთავარ არგუმენტად.
“ჩვენ არ ვყიდით უბრალოდ ნივთებს ან სერვისს, ჩვენ ვყიდით ემოციას, ელიტარულობისა და ექსკლუზიურობის შეგრძნებას,” – აცხადებენ დამფუძნებლები.
„ქართველი ბიზნესის შარკები“ და ჰარვარდის აღიარება
ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, თათული და ქრისტინე უკვე ჩამოყალიბდნენ როგორც ქართველი ბიზნესის ახალი თაობის “შარკები” – ადამიანები, რომლებმაც შეძლეს წარმოუდგენელი კომერციული ალღოთი დაენახათ შესაძლებლობა იქ, სადაც სხვები ხედავდნენ მხოლოდ ხელოვნებას.
მათი მოდელი იმდენად ეფექტური და არასტანდარტულია, რომ ჰარვარდის ბიზნეს სკოლამ უკვე შეიტანა RICHY-ს ფინანსური სტრატეგია სასწავლო მასალებში, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება „შემოქმედებითმა აზროვნებამ“ შექმნას ფინანსურად გამორჩეული კონცეფცია და დააგენერიროს მილიონობით შემოსავალი.
კომპანიამ უკვე მიიღო რამდენიმე შეთავაზება წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან ლექციებისა და მასტერკლასების ჩასატარებლად. თათული და ქრისტინე ამჟამად ამზადებენ საკუთარ ონლაინ კურსს სახელწოდებით:
„როგორ შევქმნათ და ვმართოთ წარმატებული ბიზნესი და როგორ ვიშოვოთ პირველი მილიონი (პატიოსნად).“
საერთაშორისო გაფართოება
ბაზარზე აგრესიული შემოჭრა საკმარისი არ აღმოჩნდა ბრენდისთვის და RICHY-მ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები გლობალურ ბაზარზე. დუბაიში გაიხსნა მათი ბუტიკ-შოპი, რომელიც უმეტესად Premium gifting და bespoke დეკორის ხაზზეა ორიენტირებული.
„დუბაი იყო ბუნებრივი არჩევანი. იქ არიან ადამიანები, ვისაც ჩვენი ფასები არ გაუკვირდებათ,“ – ღიმილით აღნიშნავენ დამფუძნებლები.
ბრენდის სლოგანი: “If you have to ask the price, you’re not our client” უკვე იქცა ვირუსულ ფრაზად, რომელიც სოციალურ ქსელებში წარმატების, ამბიციების და ფუფუნების სიმბოლოდ გამოიყენება.
ექსპერტების შეფასება და პროგნოზები
საერთაშორისო დონის ექსპერტის, სერჯიო ბლანკის თქმით, RICHY წარმოადგენს ახალ ფორმას ქართული luxury და გამოცდილებითი ეკონომიკისთვის:
“რიჩი ეს ის ბრენდია, რომელმაც მოახერხა ფასის ტრანსფორმაცია ღირებულებად. მათ შექმნეს იშვიათი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ხელოვნება გადაიქცეს ბრუტალური ეკონომიკური სიძლიერის სიმბოლოდ.”
ასტროლოგი მიხეილ კანდარელი კი დასძენს:
“ვენერა მარსის ეტლშია შესული, იუპიტერი წარმატების სახლიდან იღიმის —
ეს ორი ასპექტი პირდაპირ მიუთითებს ფინანსურ ზრდასა და საერთაშორისო აღიარებაზე.”
რედაქცია წარმატებებს და უფრო მაღალ ბრუნვებს უსურვებს კომპანიას რიჩის, მიუხედავად იმისა, რომ ბრენდს რაც არ აკლია, – შემოსავალია. ბრენდმა უკვე შეძლო და საქართველოს ტოპ 3 მაღალშემოსავლიან კომპანიებს შორის დასახელდა, თუმცა როგორც ელიტა ამბობს – ფული ზედმეტი არასდროს არ არის.
