შემოდგომა გადააქციე ნეოლითურ მოგზაურობად და მოინახულე უძველესი არქეოლოგიური ადგილი შანლიურფა
უძველესი ქალაქი შანლიურფა მდებარეობს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ის ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ცენტრად, სადაც მრავალი უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენაა გაკეთებული. „თაშ თეფელერი“ (ქვის გორაკები) — რეგიონი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს უძველეს ნეოლითურ ძეგლებს, მათ შორის გობექლითეფესა და ქარაჰანთეფეს და ის სრულიად ცვლის ჩვენს წარმოდგენას პრეისტორიაზე. შემოდგომა კი საუკეთესო დროა ამ საოცარი აღმოჩენების დასათვალიერებლად . მოდით, ერთად გავეცნოთ „თაშ თეფელერის“ ყველაზე საინტერესო აღმოჩენებს:
ქარაჰანთეფე – ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი არქეოლოგიური ნეოლითური ადგილი, რომელიც თურქეთის ქალაქ შანლიურფაში მდებარეობს. ის კვლავ ყურადღების ცენტრშია, რადგან ბოლო გათხრებმა ქარაჰანთეფეში პირველად გამოავლინა ადამიანის სახით ორნამენტირებული T-ფორმის სვეტი. ეს კი ნეოლითური ეპოქის წარმოსახვის უნიკალურ მაგალითს ასახავს. აქამდე გობექლითეფესა და მის მიდამოებში აღმოჩენილი T-ფორმის სვეტები ძირითადად გამოკვეთილი ხელებითა და მკლავებით იყო წარმოჩენილი, რაც მეცნიერებს აფიქრებინებდა, რომ ისინი ადამიანურ ფორმას განასახიერებდნენ.
თუმცა ქარაჰანთეფეს ახალი აღმოჩენა ნეოლითის შესწავლის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად იქცა — ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ადამიანის სახე უშუალოდ ამოტვიფრეს T-ფორმის სვეტზე. სახე, რომელიც მოთავსებულია სვეტის ზედა ნაწილზე, გამოირჩევა მკვეთრი ფორმებით, ღრმად ჩასმული თვალებითა და ფართე ბრტყელი ცხვირით — ისეთივე სტილით, როგორიც აქამდე ქარაჰანთეფეში აღმოჩენილ ქანდაკებებში გვხვდება.
ეს ადგილი მუდმივად გვაწვდის ინფორმაციას პრეისტორიული საზოგადოებების შესახებ, რაც ხელს უწყობს ჩვენი ცოდნის გაღრმავებას მათი ისტორიის შესახებ. წელს, ამ ადგილას აღმოაჩინეს სამგანზომილებიანი მითოლოგიური გამოსახულება. ასევე, არტეფაქტები, რომლებიც წარმოადგენენ სამგანზომილებიან ფიგურას, შეიძლება შეფასდეს, როგორც „საუკუნის აღმოჩენა ნეოლითის ხანისთვის“.
აუცილებელი სანახავი ადგილები „თაშ თეფელერში“
შანლიურფას მრავალ არქეოლოგიურ ძეგლს შორის, გობექლითეფე (UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი) პირველია, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჩვენი წარმოდგენა კაცობრიობის ისტორიაზე.
გობექლითეფე სტუმრებს აოცებს თავისი აღმოჩენებით: გიგანტური T-ფორმის სვეტები, ფერადად შეღებილი ველური ტახის ქანდაკება და ახლახან აღმოჩენილი ადამიანის ფიგურა, რომელიც კედელში იყო ჩაშენებული, როგორც მსხვერპლშეწირვის სიმბოლო.
მხოლოდ წლის პირველ რვა თვეში გობექლითეფეს მას 497,394 ვიზიტორი ესტუმრა, რაც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არქეოლოგიურ დანიშნულებად აქცევს თურქეთში.
შანლიურფას ნეოლითური მარშრუტის ერთ-ერთი საინტერესო ადგილი არის შანლიურფას მუზეუმი (Şanlıurfa Museum)— თურქეთის ყველაზე დიდი და მდიდარი მუზეუმური კომპლექსი. აქ ექსპონატები ქრონოლოგიურად არის დალაგებული, რაც ვიზიტორს უძველესი დროიდან დღემდე მოგზაურობას სთავაზობს. აღსანიშნავია მუზეუმის გვერდით მდებარე ჰალეფლიბაჰჩეს მოზაიკების მუზეუმი (Haleplibahçe Mosaic Museum), რომელიც გამორჩეულია უნიკალური მოზაიკებით.
შანლიურფა ხშირად მოიხსენიება, როგორც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის ღია ცისქვეშა მუზეუმი. უნდა ითქვას, რომ ქალაქში ნეოლითურ განძთან ერთად უამრავი სხვა კულტურული საოცრებაც გელოდებათ: ლეგენდარული ბალიქლიგიოლი (Balıklıgöl), ჰარანის( Harran ) გუმბათოვანი სახლები და სხვა არქიტექტურული საოცრებები. რა თქმა უნდა, შანლიურფას სამზარეულო ( Şanlıurfa’s cuisine) თავისთავად ცალკე მოგზაურობაა — უგემრიელესი ქაბაბები, ლაჰმაჯუნი, ჩიღ ქიოფთე და ქალაქის ტრადიციული საუზმე.
თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ განხორციელებული „თაშ თეფელერის პროექტის“ ფარგლებში, 2025 წლის გათხრების სეზონი მიმდინარეობს რეგიონის ათი ძეგლის ტერიტორიაზე. მათ შორის ადგილები – გობექლითეფე(Göbeklitepe), ქარაჰანთეფე (Karahantepe), საიბურჩი (Sayburç), სეფერთეფე (Sefertepe), ჰარბეცუვან თეფესი (Harbetsuvan Tepesi), გურჯუთეფე( Gürcütepe), ჩაქმაქთეფე( Çakmaktepe), იენი მაჰალე (Yeni Mahalle)და სოიუთ თარლასი( Söğüt Tarlası) — მთელი წლის განმავლობაში ღიაა ვიზიტორებისთვის.
