ეკონომიკა

პირველადი დახმარების ტრენინგი საქართველოს კარიტასში

ალბათ ერთხელ მაინც მოხვედრილხართ სიტუაციაში, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და მისი გადარჩენა გარშემო მყოფთა დაუყოვნებელ მოქმედებებზე იყო დამოკიდებული.პირველადი დახმარება არის დაზიანებული ან ავადმყოფი ადამიანის დახმარება გადაუდებელ სიტუაციაში, როდესაც ადგილზე არ არის სასწრაფო დახმარება ან დაზარალებული არ იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. ასეთ დროს თითოეული წუთი მნიშვნელოვანია, ხოლო თითოეული გარშემომყოფი პასუხისმგებელია, გააკეთოს ყველაფერი შესაძლებელი მის დასახმარებლად.იმისთვის, რომ დაზარალებულს პირველადი დახმარება გაუწიოთ, აუცილებელია შესაბამისი ცოდნა და სწრაფი, ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების უნარი.სწორედ ამ მიზნით, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გამოცდილი ტრენერები ხშირად ატარებენ პირველადი დახმარების ტრენინგებს.სულ ახლახანს, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ტრენერმა, ნინო ფერაძემ, ჩაატარა პირველადი დახმარების ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს კარიტასის მიგრაციის პროგრამის თანამშრომლები.ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სიმულაციურ გარემოში შეესწავლათ და საკუთარ თავზე ეცადათ პირველადი დახმარების გაწევა.ტრენინგზე მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს მათ მზაობასა და თავდაჯერებულობას, რათა რეალურ საგანგებო სიტუაციებში შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *