ეკონომიკა

აღნიშნეთ ბაქლავას მსოფლიო დღე – 17 ნოემბერი

თურქული სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამზარეულოა, რადგან იგი შედგება განსხვავებული და მრავალფეროვანი კერძებისგან. რა თქმა უნდა, გამორჩეულია დესერტიც, რომელიც ამ სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. თუ ტკბილი, ფხვიერი ნამცხვრების მოყვარული ხართ, უნდა გირჩიოთ თურქული ბაქლავა. ამ უგემრიელეს დესერტს აქვს მდიდარი ისტორია და ძალზედ პოპულარულია თურქეთსა და მთელ მსოფლიოში.

რა არის თურქული ბაქლავა?

თურქული ბაქლავა არის საკონდიტრო ნაწარმის სახეობა და იგი მზადდება თხელი ცომის 40 ფენისგან, რომელსაც ეწოდება ფილო. ფილო სავსეა დაჭრილი თხილით და ტკბილი სიროფით ან თაფლით. იგი განსაკუთრებულად პოპულარული დესერტია დღესასწაულებსა და მნიშვნელოვან დღეებში.აღსანიშნავია, რომ ბაქლავას მსოფლიო დღე 17 ნოემბერს აღინიშნება.

ბაქლავის დედაქალაქი — გაზიანთეპი

ბაქლავის საუკეთესო ვარიანტი მზადდება თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში — გაზიანთეპში, რომელიც იუნესკოს შემოქმედებით ქალაქთა ქსელში შედის გასტრონომიის მიმართულებით.სწორედ გაზიანთეპის ბაქლავა გახდა პირველი თურქული პროდუქტი, რომელმაც მიიღო ევროკავშირის დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი. მისი განსაკუთრებულობა მდგომარეობს არა მხოლოდ მომზადების ოსტატურ ტექნიკაში, არამედ ადგილობრივ უმაღლესი ხარისხის ფისტაში (ანთეფ ფისტა) და ადგილობრივად წარმოებულ კარაქში. ოსტატები ცომს ხელით აბრტყელებენ იაქმდე, სანამ ის გამჭვირვალე არ გახდება. ფენებს შორის უხვად ყრიან დაფქულ ფისტას და ასხამენ კარაქს, შემდეგ აცხობენ შეშის ღუმელში, რაც ბაქლავას მისთვის დამახასიათებელ ოქროსფერ ფერს აძლევს. ბოლოს კი მასზე ასხამენ სიროფს, რომელიც ნელ-ნელა იწოვება და ქმნის იდეალურ ბალანსს — გარედან ხრაშუნა, შიგნიდან კი რბილი და ტკბილი.

ბაქლავების უამრავი სახეობა

მიუხედავად იმისა, რომ გაზიანთეფის ბაქლავა ყველაზე პოპულარულია, ეს დესერტი თურქეთის კიდევ უამრავ რეგიონში მზადდება. ანუ ბაქლავის შევსების ინგრედიენტები ყველა კუთხეში განსხვავებულია. მაგალითად, გაზიანთეფის ბაქლავა შეიცავს ფისტას, ხოლო შავი ზღვის რეგიონში გამოიყენება თხილი. ნიგვზით სავსე ბაქლავა ასევე პოპულარულია ცენტრალურ ანატოლიაში. გარდა ამისა, თრაკიის რეგიონში შეგიძლიათ მიირთვათ ნუშით ან სეზამის მარცვლებით სავსე ბაქლავა.ბაქლავას სახეობები მეტად განხვავდება. მაგალითად, არსებობს, “ceviz sarma” (კაკლის შეფუთვა) , “midye baklava” (მიდიის ფორმის ბაქლავა), “bülbül yuvası” (ბულბულის ბუდის ფორმის ბაქლავა), “fıstık sarma” (ფისტის შეფუთვა) და სხვ.თანამედროვე თაობის თურქი შეფ-მზარეულები კლასიკურ ბაქლავას ახალ სიცოცხლეს სძენენ — ერთ-ერთი ახალი ვერსიაა ცივი ბაქლავა, რომელიც მზადდება ნაკლები სიროფით, რძითა და შოკოლადით. ბოლო წლებში ცივი ბაქლავა გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დესერტი თურქეთში.

ბაქლავა – კულტურული მემკვიდრეობის სიმბოლო

ბაქლავა თურქეთის მნიშვნელოვა ეროვნულ დესერტად ითვლება, რომელიც თავისი მრავალრიცხივანი სახეობებით ხაზს უსვამს ქვეყნის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის რეგიონში ძირითადად თხილიან ბაქლავას ანიჭებენ უპირატესობას. ასევე მისი შემავსებელია ნიგოზი, ნუში და სხვა თხილეული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *