საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ყაზახეთის კომპეტენტურ ორგანოებს დახმარებას გაუწევს
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მალიკ მურზალინი საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას შეხვდა.მხარეებმა განიხილეს გამოძიების საქმეების მიმდინარე სტატუსთან და ყაზახეთის რესპუბლიკის იმ მოქალაქეების ექსტრადიციის შემდგომ წესთან დაკავშრებული საკითხები, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემულნი. ელჩი ასევე შეეხო საკითხს, ყაზახეთში, ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვის კონტექსტში, ეროვნული პასპორტების საელჩოში დაბრუნების შესახებ, იმ პირების მიერ, რომლებმაც მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა პატიმრების სოციალიზაციის გამოცდილებაზე, სასჯელის მოხდის დროს და მათი გათავისუფლების შემდეგ.შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ორმხრივ საფუძველზე მაქსიმალურად ფართო სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე და საელჩოს საკონსულო განყოფილების უფროსი ოლჟას ილიუსიზოვი.
