არმადა — როცა ძალა საკუთარ ნარატივს რეალობაზე მეტად ენდობა
სეიედ ალი მოჯანიირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
გუშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორისგან შეტყობინება მივიღე. მისი შეკითხვა მარტივი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო: დონალდ ტრამპის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბოლო განცხადებების ფონზე — როდესაც მან ირანის ირგვლივ „დიდი და ლამაზი ფლოტის“ განლაგებაზე ისაუბრა — როგორ უნდა გავიაზროთ მიმდინარე მოვლენები?ჩემი აზრით, ეს კითხვა მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის პროფესორის ინტერესს არ ასახავს; ის იმ კითხვას გამოხატავს, რომელიც დღეს საქართველოს საზოგადოების გარკვეულ ნაწილშიც არსებობს. პასუხის გასაცემად, უნებლიეთ გამახსენდა ჩემი ისტორიის ფილოსოფიის პროფესორის სიტყვები. მაშინ საბჭოთა კავშირის ისტორიის კურსს ვიწყებდით, თუმცა სემესტრის შუაში თავად საბჭოთა კავშირი დაიშალა. სწორედ იმ დღეს წარმოთქვა პროფესორმა სიტყვები: რომელიც არასდროს დამავიწყდება:„ისტორიაში მარცხი ყოველთვის აფეთქებისგან გამოწვეული ხმაურით არ იწყება; ზოგჯერ ის სიამაყის სიჩუმეში იბადება“.ესპანეთის არმადა — ე.წ. „დაუმარცხებელი ფლოტი“ — ამის კლასიკური მაგალითია. ეს ფლოტი ჯერ კიდევ მანამდე დაიშალა, ვიდრე ზღვაში განადგურდებოდა; ის საკუთარ მეთაურების ცნობიერებაში დაინგრა. იმპერია, რომელიც მსოფლიოს ნახევარს აკონტროლებდა, მიიჩნევდა, რომ ისტორიის კანონებიც, კოლონიების მსგავსად, მის მორჩილებაში იყო. ესპანეთმა მომავლის ომი წარსულის ლოგიკით დაიწყო: გუშინდელი ბრძოლებისთვის შექმნილი გემებით, დრმოჭმული ტაქტიკებით და მეთაურებით, რომლებიც ზღვაზე მეტად გვირგვინისა და ტახტის დიდებულებით იყვნენ მოხიბლულნი.მეორე მხარეს კი იდგნენ ისინი, ვინც მომავალი უფრო ა8დრე განჭვრიტა — უფრო მოქნილნი, უფრო ადაპტირებულნი და მითების სიმძიმისგან თავისუფალნი. ისინი ელოდნენ იმ მომენტს, როდესაც სამშობლოს დაცვა არა სიდიადის დემონსტრირებით, არამედ ეპოქის რეალობის სწორად გააზრებით შეიძენდა მნიშვნელობას.იმ დღიდან დაწყებული დღევანდელობამდე არმადა მხოლოდ ისტორიული მოვლენა აღარ არის; ის ერთგვარი მოდელია, რომელიც ხშირად მეორდება. ეს მოდელი მყვირალა სამხედრო და პოლიტიკურ პროექტებში იჩენს თავს. ეს პროექტები კატეგორიული ტონით იწყება, მაგრამ საბოლოოდ ჩუმი შეკითხვით სრულდება:როგორ შეიძლება დიდი ძალა თანდათან დასუსტდეს ან დაიშალოს?პასუხი ხშირად მარტივია, თუმცა მას გვიან იაზრებენ. ძალა, რომელსაც საკუთარი თავის კრიტიკის უნარი აღარ გააჩნია, ადრე თუ გვიან რეალობის მხრიდან იქცევა კრიტიკის სამიზნედ. არმადის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მარცხი მაინცდამაინც რესურსების ნაკლებობის შედეგად არ წარმოიშობა; ის ხშირად სტრატეგიული წარმოსახვის დეფიციტიდან გამომდინარეობს — უნარიდან, ვერ დაინახო სამყარო ისეთი, როგორიც არის, და დაინახო ის ისეთი, როგორიც გვსურს იყოს.დღევანდელ სამყაროში ძალის ცნებაც შეიცვალა. მხოლოდ ცოცხალი ძალის რაოდენობა, გემების რიცხვი ან ძვირადღირებული სამხედრო დემონსტრირებები უსაფრთხოების გარანტიას აღარ იძლევა. ბოლო ათწლეულების გამოცდილება აჩვენებს, რომ მოქნილი სტრუქტურები, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, ტექნოლოგიური ადაპტაცია და გარემოს სიღრმისეული გაგება გაცილებით უფრო გადამწყვეტ როლს ასრულებს, ვიდრე ძალის უბრალო დემონსტრირება. ძვირადღირებულმა და ტექნიკურად აღჭურვილმა არმიებმაც კი, თუ ისინი ფეხს ვერ აუწყობენ ასიმეტრიული ბრძოლის ლოგიკასა და ეპოქის პოლიტიკურ-სოციალურ სირთულეებს, შესაძლოა უნებლიეთ იმავე „არმადის შეცდომას“ გაიმეორონ. პოლიტიკასა და ომში არაფერია იმაზე უფრო სახიფათო, ვიდრე მითებზე დაყრდნობა. მითები შეიძლება შთაგონების წყარო იყოს, მაგრამ ისინი ვერ ჩაანაცვლებენ რეალისტურ გადაწყვეტილებას. არმადა სწორედ იმ წამს იქცა ისტორიად, როდესაც ეს ზღვარი დაივიწყა — არა როგორც ძალის სიმბოლო, არამედ როგორც გამაფრთხილებელი გაკვეთილი.ისტორია, როგორც წესი, მშვიდად ლაპარაკობს; მაგრამ მათთვის, ვისაც მოსმენის უნარი აქვს, მისი გზავნილი სრულიად ნათელია.
