საზოგადოება

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული – მარიამ მიქაძე

სიხარულით გაცნობებთ, რომ მარიამ მიქაძე, საქართველოს კარიტასი-ის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი, 2025 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდა ნომინაციაში – „წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი“. მისი გამორჩეული პროფესიონალიზმი, სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი ღირსეულად დაფასდა. მარიამი საექთნო საქმის მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგია, რომელიც სწავლების პროცესს ყოველდღიურ პრაქტიკასთან მჭიდროდ აკავშირებს. იგი აქტიურად იყენებს სიმულაციებს, რეალური შემთხვევების ანალიზს და „სწავლა კეთებით“ პრინციპს.სასწავლო პროცესში მარიამი ნერგავს პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას, ინტერაქტიულ მეთოდებსა და თანამედროვე ციფრულ პლატფორმებს, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ როგორც პროფესიული ცოდნა, ისე კრიტიკული და პრაქტიკული უნარები. მისი მიზანია, მოამზადოს ძლიერი, პასუხისმგებლიანი და კონკურენტუნარიანი მედპერსონალი, რომელიც წარმატებით უპასუხებს თანამედროვე სამედიცინო სფეროს გამოწვევებს.მარიამ მიქაძე მუდმივად მონაწილეობს პროფესიულ ტრენინგებსა და კონფერენციებში, ეცნობა საერთაშორისო სტანდარტებს და მიღებულ გამოცდილებას სტუდენტებს უზიარებს, რითაც ხელს უწყობს პროფესიული განათლების ხარისხის ზრდას.კონკურსზე მარიამ მიქაძე წარადგინა საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ფანასკერტელი“, სადაც იგი ასევე ასწავლის საექთნო საქმეს კოლეჯის სტუდენტებს.ვულოცავთ მარიამს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და ვამაყობთ მისი წარმატებით!პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ხოლო მხარდამჭერია ისრაელის საელჩო საქართველოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *