კულტურა

ანტალიამ გოლფის საერთაშორისო ტურნირს, „144 – A Question of Honour“-ს უმასპინძლა

ანტალიამ გოლფის საერთაშორისო ტურნირს, „144 – A Question of Honour“-ს უმასპინძლა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, გოლფის მოყვარულთა საერთაშორისო ტურნირი „144 – A Question of Honour“ ანტალიაში გაიმართა.

ანტალია, რომელიც თურქეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ქალაქია, სულ უფრო მეტად იქცევა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ცენტრად. ტურნირი ამ წლის 4-დან 8 თებერვლამდე ჩატარდა და მასში მონაწილეობდა 500-ზე მეტი გოლფის მოთამაშე 9 ქვეყნიდან, რომლებიც 60 გუნდს წარმოადგენდნენ. შეჯიბრი გაიმართა ანტალიაში, ბელექის რეგიონში მდებარე ცნობილ გოლფის მოედნებზე, მათ შორის შემდეგი დასახლების – Carya, Olympos, Aspendos, Faldo და National Golf Course-ის მოედნებზე.ეს ტურნირი პირველად 2016 წელს გერმანიაში ჩატარდა და დღეს უკვე ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოყვარულთა გოლფის შეჯიბრად ითვლება. ტურნირი გუნდურ ფორმატში ტარდება და აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ პატიოსნება, პატივისცემა და გუნდური თანამშრომლობა. სახელწოდებაც ამას გვეუბნება – “144 – A Question of Honour“, ანუ “144 პატივის საკითხი”.ანტალიის ბელექის რეგიონი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება გოლფისთვის, რადგან იქ კარგი კლიმატია და წელიწადის თითქმის 300 დღე მზიანი ამინდია. რეგიონში მდებარეობს უმაღლესი დონის გოლფის მოედნები და თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რაც იდეალურ პირობებს ქმნის საერთაშორისო მოთამაშეებისთვის. ამასთან, ზოგიერთი მოედანი სპეციალური განათების წყალობით ღამით თამაშის შესაძლებლობასაც იძლევა. შესაბამისად, ბელექი ერთ-ერთ საუკეთესო გოლფის მიმართულებად ითვლება მსოფლიოში, რადგან ის რეგულარულად მასპინძლობს საერთაშორისო გოლფის ტურნირებს. ბელექი იდეალური ადგილია ისეთი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად,როგორიცაა, Turkish Airlines World Golf Cup-ის, Turkish Airlines Challenge, Turkish Airlines Open და სხვ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *