ეკონომიკაპოლიტიკა

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მწუხარება გამოხატა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო

 

 

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოჯანი პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მწუხარება გამოხატა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ იგი იყო გავლენიანი სულიერი ლიდერი და თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი.ელჩის თქმით, პატრიარქი გამოირჩეოდა სიბრძნითა და მოთმინებით იმ რთულ პერიოდებში, რომლებიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში არსებობდა. მისი შეფასებით, ირანელი ხალხისთვისაც პატრიარქის სახელი ასოცირდებოდა რწმენასთან, მშვიდობასთან და ადამიანურ თანადგომასთან. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პატრიარქის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე სოციალურ ქსელ X-ში გამოხატა მხარდაჭერა და გამოჯანმრთელება უსურვა

.ელჩის განცხადებით, პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ირანის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საქართველოში ოფიციალური სამძიმარი გაავრცელა სოციალურ ქსელში, ირანის სახელმწიფოსა და ხალხის სახელით. მისივე თქმით, პატრიარქი იყო „რწმენის, იდენტობის, თანადგომისა და მშვიდობის ხმა“.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *