მსოფლიოპოლიტიკა

ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაური მაჰმუდ-ალი კალიმატოვი :ქართველ ხალხს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობის გარდაცვალება წარმოადგენს დიდ დანაკარგს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა აღინიშნებოდა სულიერი სიბრძნით, სამშვიდობო მისწრაფებებითა და მაღალი ზნეობრივი პრინციპებით.
ინგუშეთის რესპუბლიკის სახელით, ქართველ ხალხს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და ღრმა თანაგრძნობას. ვიზიარებთ თქვენს ტკივილს ამ მძიმე ჟამს და გისურვებთ სიმტკიცეს.

ეს უმძიმესი დანაკარგია ინგუში ხალხისთვისაც, რომელიც გულით უერთდება ქართველი ხალხის გლოვას, იზიარებს მათ ტკივილს და ამ მწუხარების ჟამს მათთან ერთად დგას.

პატივისცემით,ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაური მაჰმუდ-ალი კალიმატოვი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *