ეკონომიკა

ჰოკაიდოს პრეფექტურის ქალაქ იოიჩის მერის, ბატონი საიტო კეისუკეს ვიზიტი საქართველოში

28 მარტს, ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, საქართველოში ვიზიტით მყოფი ჰოკაიდოს პრეფექტურის ქალაქ იოიჩის მერთან, ბატონ საიტო კეისუკესთან ერთად, გურჯაანს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, ბატონ პლატონ კალმახელიძესთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან, ბატონ გიორგი მაჭავარიანთან. მხარეებმა განიხილეს იაპონიისა და საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მეგობრული გაცვლებისა და თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარების შესახებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *