კულტურამსოფლიო

იტალიური კრეატიულობა იტალიის რესპუბლიკის დაბადების 80 წლისთავის აღსანიშნავად

წელს იტალიის რესპუბლიკის დაბადებიდან 80 წლისთავი აღინიშნება.
2 ივნისს, საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე
ხელოვნების მუზეუმში (MOMA) იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელი საზეიმო წვეულება
გაიმართა.
ღონისძიებას, რომელსაც ქართული ინსტიტუციებისა და დიპლომატიური კორპუსის
წარმომადგენლები, საქართველოში მცხოვრები იტალიელები, მეწარმეები, სამოქალაქო
საზოგადოების, კულტურის სფეროსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ,
იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნა. ელჩმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და
იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა: „დღეს იტალია
რესპუბლიკის დაბადების 80 წლისთავს აღნიშნავს. რესპუბლიკის, რომელიც ჩვენი კონსტიტუციის
მთავარ პრინციპებს – თავისუფლებას, დემოკრატიას, მშვიდობას, შრომასა და თანასწორობას –
ეფუძნება“, – აღნიშნა ელჩმა დ’ანტუონომ, – „სწორედ ამ ფუნდამენტური ღირებულებებით არის
შთაგონებული იტალიასა და საქართველოს შორის არსებული კავშირები, რომლებიც ინტენსიური
კულტურული, დიპლომატიური და ეკონომიური გაცვლებით გამოირჩევა“.
იტალიის ეროვნული დღესასწაული ამ ღირებულებების მნიშვნელობის და, ასევე, საქართველოსთან
ურთიერთობის პროგრესის აღნიშვნის მომენტია. ამავე დროს, ეს დღესასწაული იტალიური
ცხოვრების სტილისა და კრეატიულობის წარმოჩენის შესაძლებლობაცაა.
იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელ საზეიმო წვეულებაზე მოსულ მრავალრიცხოვან სტუმრებს
უამრავი სიურპრიზი დახვდათ:
 იტალიისა და საქართველოს ჰიმნები, რომლებიც იტალიის ვარსკვლავის კავალერის
ორდენით დაჯილდოებულმა ცნობილმა ქართველმა მეცოსოპრანო ნინო სურგულაძემ
შეასრულა;
 გამოფენა “სვანეთი – დროისა და სივრცის ფარდობითი თამაში”, რომელიც ეძღვნება ქალაქ
ბიელაში დაბადებულ იტალიელ ალპინისტსა და ფოტოგრაფს, ვიტორიო სელას, რომელმაც
მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს მთიანი რეგიონების ამსახველი ფასდაუდებელი
მემკვიდრეობა დაგვიტოვა. გამოფენის ავტორია ქართველი ალპინისტი და ფოტოგრაფი ნიკა
ლებანიძე, რომელმაც 130 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ვიტორიო სელას მარშრუტი გაიმეორა და
შექმნა ფოტოგამოსახულებები, რომლებზეც აღბეჭდილია, თუ როგორ შეცვალა დრომ მთები
და პეიზაჟები. გამოფენა ღია იქნება მნახველისთვის 2026 წლის 20 ივლისამდე;

იტალიის სიამაყედ ქცეული Lamborghini-ს, Ferrari-სა და Alfa Romeo-ს ავტომობილების
ექსპოზიცია;
 სახელგანთქმული იტალიური ენოგასტრონომიული პროდუქცია (პროსეკო, აპეროლი და
საუკეთესო იტალიური ღვინოები), იტალიური დელიკატესები და იტალიელი შეფ-მზარეული
ანჯელო მანიგრასოს მიერ მომზადებული კერძები პულიის გემოებით (იტალიის საელჩოს
მიერ გასულ წლებში კამპანიისა და ემილია-რომანიას რეგიონების პოპულარიზაციის მიზნით
განხორციელებული წარმატებული პროექტის შემდეგ, წელს არაერთი ღონისძიება იტალიის
კიდევ ერთ რეგიონს, პულიას მიუძღვნება).
დღესასწაულის ღამეს თბილისის სატელევიზიო ანძა იტალიის დროშის მწვანე, თეთრ და წითელ
ფერებში აინთო.
იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება მრავალრიცხოვანი სპონსორისა და პარტნიორის
დახმარებით გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *