4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის დღეა – “Close the care gap”
„პაციენტებისსიცოცხლისგადასარჩენად აუცილებელია თანაბარი და უწყვეტი ხელმისაწვდომობა ონკოლოგიურ სერვისებზე“
4 თებერვალს მთელ მოფლიოში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ეს არის გლობალური ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს კიბოსაგან გამოწვეული ზიანის შემცირებას, ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას თითოეული პაციენტისათვის.ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება ცნობიერების ამაღლება კიბოს შესახებ, ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების მოძიება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთ თანამშრომლობის გზით.
2022 წლის მთავარი თემაა “Close the care gap” – ყოველი ადამიანი იმსახურებს ქვყანაშიარსებულ ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას. მართალია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განვითარებულ ქვეყნებშიც კი, არსებობს ხარვეზები კიბოს მართვის მიმართულებით. დღეს ეს ხარვეზები საჭიროებენ დაუყოვნებლივ რეაგირებას, მათ აღმოფხვრასა და სისტემის სრულყოფაში მოყვანას, მათ შორის, საქართველოშიც.
სწორედ ამიტომ, მსოფლიო ინიციატივის ფარგლებში, დღეიდან საფუძველი ეყრება „Close the care gap” თემის გარშემო 3 წლიან კამპანიას. მრავალწლიანი კამპანია მოიაზრებს არსებული ხარვეზების გამოვლინებას, მათზე ხმამაღლა საუბარს, გარშემომყოფების გაერთიანებასა და შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების განხორციელებას.
მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი სამკურნალო და სამედიცინო სერვისები თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის, მატერიალური მდგომარეობისა და მათი წარმომავლობისა
„სამედიცინო სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ონკოლოგიური პაციენტების მართვაში. ჯანდაცვის სფეროში, არათანაბარი ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებულ ონკოლოგიურ სერვისებზე არის არათანაბარი წვდობა დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის ან ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, რაც არის პაციენტის დისკრიმინაციას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა არ მოიცავს ყოველი პაციენტისათვის იდენტური რესურსის მიწოდებას (ერთი ზომის ფეხსაცმელი ყველას არ ერგება). ყოველი შემთხვევა საჭიროებს პერსონალიზირებულ მიდგომას. თანაბარი ხელმისაწვდომობისას მნიშვნელოვანია თითოეულ პაციენტს მივაწოდოთ ის რესურსი, რაც მას სჭირდება,“- განმარტავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი.
პაციენტთა ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ისინი შეძლებენ ჯანდაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მიღწევას, როდესაც ყოველი პაციენტს ექნება შესაძლებლობა მიუახლოვდეს მისი ჯანმრთელობის სრულ პოტენციალს ყოველგვარი ბარიერებისა და შეზღუდვების გარეშე, განურჩევლად დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, მატერიალური მდგომარეობისა და წარმომავლობისა.
„აუცილებელია არსებული ხარვეზებისგაანალიზება და მისი აღიარებას.არსებობს თანაბარი ხელმისაწვდომობის დარღვევები კიბოს მართვაში. უთანაბრობა იწვევს პაციენტის სიცოცლის დაყენებას საფრთხის ქვეშ. ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ კიბოს მართვის სერვისებს, აწყდებიან სხვადასხვა ბარიერებს. უთანაბრობა მატერიალურ მდგომარეობაში, განათლებაში, გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაში, ეთნიკურობაში თუ სხვა ახდენს მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობაში. ეს ხარვეზები ზემოქმედებენ არა მხოლოდ პაციენტებზე, არამედ მათ გარშემომყოფებზეც. თუმცა ეს ბარიერები არ არის მყარი და ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად გადავლახოთ ისინი. ამ წელს ჩვენ ერთად უნდა დავაყენოთ მნიშვნელოვანი პრობლემები კითხვის ნიშნის ქვეშ და ვეძიოთ მათი გამოსწორების გზები. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მომავალი, სადაც ადამიანები იცხოვრებენ ჯანმრთელად და ექნებათ გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა ჯანდაცვისა და კიბოს მართვის სერვისებზე,“ – აღნიშნავს მაზანიშვილი.
მიზნის მისაღწევად მთავარია ერთობა, ერთიანი ხმა – სხვადასხვა სფეროს ადამიანების ერთობა: თავად პაციენტების, ექიმების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, მედიის, სხვადასხვა ორგანიზაციების, სკოლების, ბიზნესის წარმომადგენლების და ა.შ. კამპანიაში ასევე მნიშვნელოვანია სახელწიფო სექტორის ჩართულობას. სახელმწიფო ლიდერების მხარდაჭერა უმთავრესია კიბოს მართვაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მისაღწევად. აუცილებელია, კიბოს მართვა იყოს ჯანდაცვის მიმართულების პრიორიტეტი, შეიქმნას ინოვაციური სტრატეგიები, რათა დავძლიოთ პაციენტთა შორის არსებული არათანაბარი მიდგომები. აუცილებელია გავაჟღეროთ ხარვეზების არსებობა, უზრუნველვყოთ თითოეული პაციენტისათვის მაღალხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა მათი ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის მიუხედავად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები აქტიურად მივმართოთ კიბოსგან თავისუფალი მომავლის შესაქმნელად.
ინფორმაცია დაავადების შესახებ
არაგადამდებ დაავადებათა შორის, დღეისათვის კიბო წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებასა და სიკვდილობის გამომწვევ უმთავრეს მიზეზს. ყოველწლიურად მსოფლიოში 10 მილიონი ადამიანი იღუპება კიბოს დიაგნოზით. ეს რიცხვი აღემატება ერთად აღებული შიდსით, მალარიითა და ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილობის რიცხვს. ექსპერტების პროგნოზის მიხედვით 2030 წლისთვის კიბოთი სიკვდილობის ზრდა მოსალოდნელია 13 მილიონ შემთხვევამდე თუ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს ახლავე. მსოფლიო მონაცემებით კიბოს სისკვდილიანობის 65% მოდის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის. კიბოს 1/3-ზე მეტიშემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. შემდეგი 1/3 შემთხვევებისა შესაძლებელია განკურნებულ იყოს სწორი მკურნალობის შედეგად თუ მისი აღმოჩენა მოხერხდება ადრეულ სატიაზე. სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობით, სწორი პრევენციული სტრატეგიების იმპლემენტაციით, ადრეული აღმოჩენით, სწორი დიაგნოსტიკური კვლევებითა და სწორი სამკურნალო მიდგომების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ მილიონობით სიცოცხლე ყოველწლიურად.
ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა გაერთიანებული ერებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები, კიბო მიიჩნიეს, როგორც უკიდურესად აუცილებელი გლობალური პრობლემა და მათ განაწესში კიბოსთან ბრძოლამ დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი. მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 9500-11000 ფარგლებში. ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 258-ს. ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში 30-70 წლამდე.