გზა Spotify-სკენ – პლატფორმა საქართველოში არსებობის 1 წელსაღნიშნავს

თბილისი, 2022: პლატფორმა Spotify საქართველოში გასული წლის თებერვალში ამოქმედდა და მას დიდი სიხარულით შეხვდნენ ქვეყანაში როგორც შემსრულებლები, ისე მომხმარებლები. პლატფორმაზე გასულ წელს ქართველების მიერ შექმნილია 347 000-ზე მეტი ჩაწერილი სიმღერების სია (ფლეილისტი)და სიტყვები, რომლებსაც ქართველები თავიანთ ფლეილისტებს არქმევენ, არის:“chill”, “rock”და “sad”.

ყველაზე პოპულარული შემსრულებლების შერჩევა კი (Mostplays) 2022 წლის 4 თებერვალს შედგა. შედეგები კი ასე გამოიყურება – „დაგდაგანი“ წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული ადგილობრივი შემსრულებელია, ხოლო LOUDspeakers-ის სიმღერა“World in my eyes”(მსოფლიო ჩემს თვალებში) ყველაზე მეტ ჯერ მოსმენილი სიმღერაა საქართველოში. უცხოეთში მყოფი მომხმარებლებისთვის კი სიის სათავეში პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი დგას, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-ში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

ადგილობრივი ჟანრები, რომლებიც ჩნდება პლატფორმაზე, მოიცავს lo-fi jazzhop-ს, ქართულ ფოლკს და ქართულ ალტერნატივას. ალტერნატიული მუსიკის ქართველი შემსრულებელი ნინი ნუცუბიძე კიდევ ერთი არტისტია, რომელსაც საქართველოში Spotify-ის გაშვების შემდეგ მსმენელთა დიდი რაოდენობა ჰყავს, ისევე როგორც indie pop არტისტს Saturra.

Spotify ტექნოლოგიის S.A. შესახებ

Spotify არისმსოფლიოშიყველაზეპოპულარულიაუდიოსტრიმინგისსერვისი, რომელსაც ყოველთვიურად 406 მილიონზემეტიაქტიურიმომხმარებელიდა 180 მილიონიპრემიუმგამომწერი ჰყავს.მსოფლიოს 184 ბაზარზე გასვლით, 3.6 მილიონი პოდკასტითა და 72 მილიონზე მეტი ტრეკით, მან გარდაქმნა და გაამარტივა გზები მათთვის ვისაც უყვარს პოდკასტებისა და მუსიკის მოსმენა.

სრული მონაცემები

ყველაზე მეტჯერ მოსმენილი ადგილობრივი სიმღერები

  1. LOUDspeakers – World in My Eyes
  2. Killages – On / Off
  3. დაგდაგანი – შენთან ერთად
  4. დაგდაგანი – სრულყოფილი კაცი
  5. Killages – Run
  6. წერილი – შიშველი ხეები
  7. 33ა, ნიაზ დიასამიძე – ნამი ველს
  8. დაგდაგანი – ტკივილგამაყუჩებელი
  9. თამადა – პირამდე
  10. 33ა, ნიაზდიასამიძე – აიმთაზედა

ყველაზე მოსმენადი ადგილობრივი შემსრულებლები

  1. დაგდაგანი
  2. 33ა
  3. Killages
  4. მგზავრები
  5. Yung Luka
  6. ირაკლი ჩარკვიანი
  7. 4D Monster Lobsters
  8. მეგი გოგიტიძე
  9. LOUDspeakers
  10. თამადა

ყველაზე მოსმენადი ქართველი შემსრულებლები საქართველოს ფარგლებს გარეთ:

  1. ხატია ბუნიათიშვილი
  2. გესმის
  3. გია ყანჩელი
  4. ანდრეა კორტესი
  5. ლიზა ბათიაშვილი
  6. მგზავრები
  7. 33ა
  8. Lukasoprom
  9. თბილისისსიმფონიურიორკესტრი
  10. Psychonaut 4

ყველაზე მოსმენადი საერთაშორისო შემსრულებლები:

  1. BTS
  2. Kanye West
  3. The Weeknd
  4. Eminem
  5. Doja Cat
  6. Taylor Swift
  7. Billie Eilish
  8. Drake
  9. Travis Scott
  10. Arctic Monkey

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *