“საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთი სერთობლივი კომპანიის შექმნით ერთი ფანჯრის პრინციპი ამოქმედდება”

“საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთის ერთობლივი კომპანიის შექმნით ერთი ფანჯრის პრინციპი ამოქმედდება”

საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ერთობილივი კომპანიის შექმნას განიხილავენ, რომელიც საგზაო ტვირთების გადაზიდვის განვითარებასა და ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის განვითარებაზე (TITR) იმუშავებს.ერთობლივი საწარმო გადაჭრის გამჭოლი ტარიფებისა და დეკლარაციების საკითხებს. უზრუნველყოფს ერთიანი IT გადაწყვეტილებების შეთავაზებას და სატრანზიტო ტვირთების გაერთიანებას.

ყაზახეთის მთავრობასთან არსებული ანტიკრიზისული ღონისძიებების ოპერატიული შტაბის მონაცემებით, TMTM დერეფანის განვითარებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„2022 წლისთვის მარშრუტზე დამტკიცებული მოცულობა 30 000 TEU-ზემეტია. ამასთან, არსებული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია  მოცულობის 2-ჯერ გაზრდა. ყაზახი ექსპორტი ორები გეგმავენ 2 მილიონ ტონამდე ტვირთის გადამისამართებას TMTR-ზე სხვა მარშრუტებიდან,  მათ შორის იქნება ნავთობპროდუქტები, ლითონის პროდუქტები და ქვანახშირი, 4 მილიონ ტონამდე გაზრდის პერსპექტივით“, –აცხადებს  ყაზახეთის  მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი კაირბეკ უსკენბაევი.

TITM -ის მარშრუტებია აქტაუ / კურიკი – ბაქო – ბათუმი / ფოთი – ვარნა / ბურგასი (ბულგარეთი) ანკონსტანტა (რუმინეთი), ასევე  აქტაუ / კურიკი – ბაქო – სარკინიგზომარშრუტიბაქო-თბილისი-ყარსი – თურქეთი.  ამ დერეფანში შესაძლებელია 10 მილიონ ტონამდე ტრანსპორტირება, მათ შორის 200 ათასამდე კონტეინერის გადაზიდვა.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტი სადა ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან სულაბერიძე ამბობს, რომ ერთიანი კომპანიის შექმნა მნიშვნელოვანია და ამისთვის მზადება დიდხანს მიმდინარეობდა, თუმცა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეულწილად დააჩქარაეს პროცესი.

“ამ მიმართულებით, საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზას დიდი ხანია მუშაობა დაწყებული აქვს და ეს იდეა დაახლოებით 5–6 წლის წინ გაჩნდა. როგორც ცნობილია, საქართველო ტრანსკასპიური მაგისტრალის პროექტის მონაწილეა, რომელიც გულისხმობს ჩინეთიდან ყაზახეთი–აზერბაიჯანი–საქართველოს გავლით ევროპაში ჩინური ტვირთების ტრანსპორტირებას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იქმნება ერთობლივი ოპერატორი, რომელიც განახორციელებს ამ გადაზიდვებს, უზრუნველყოფს ტვირთების ორგანიზებას ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით, ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს ტერიტორიაზე და მიიტანს ამას საქართველოს პორტებამდე, რომ შემდეგ მოხდეს ტრანსპორტირება,” – აღნიშნავს, ლევან სულაბერიძე.

მისივე თქმით, თუ აქამდე დაინტერესებულ პირს ერთიანი ტარიფის მისაღებად სჭირდებოდა ცალკე-ცალკე მისულიყო აზერბაიჯანის, ყაზახეთი სანსაქართველოს რკინიგზასთან, ახლა ეს იქნება ერთ წერტილში და იმოქმედებს ერთი ფანჯრის პრინციპი. შესაბამისად, მომხმარებელი მიიღებს ერთიან ტარიფს და მთელ გზაზე, რომელიც დაახლოებით 7000-8000 კმ-ის მანძილს მოიცავს, ერთი კომპანია მოემსახურება.

“ამ გაერთიანებით დაინტერესებულია ჩინური მხარე, ასევე ევროპული თვითმიმღებები, შესაბამისად ეს ხელს შეუწყობს ტვირთნაკადის გაზრდას ჩვენს დერეფანში. პირველ რიგში, ეს შეეხება საკონტეინერო ტვირთ ნაკადის ზრდას. რათქმაუნდა, TMTM ასოციაციის ფარგლებში შემუშავებულია გამჭოლი სატრანზიტო ტარიფები ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს, თურქეთის, უკრიანის და პოლონეთის სადგურებამდე, სხვადასხვა სახის ტვირთების გადასაზიდად. ხოლო, სამი ქვეყნის ერთობლივი კომპანია, აღნიშნულ სატარიფო პოლიტიკაზე დაყრდნობით, განახორციელებს უკვე ფიზიკურად გადაზიდვების ორგანიზებას. ეფექტიიქნებაის, რომ გაიზრდება ტვირთბრუნვა.

პოტენციური ტვირთების ძალიან დიდი ჩამონათვალია, ეს იქნება 20–იანიან 40 ფუთიანი ნკონტეინერები, ხორბალი, ნახშირი, მარცვლეული, სხვადსხვა ქიმიური მრეწველობის ნაწარმი, სასუქები, ფეროსილიციუმი და სხვა. ჩინურ ტვირთთან ერთად გვხვდება ასევე იმ საქონლის დიდი სპექტრი, რომელიც იწარმოება ყაზახეთში, უზბეკეთში და რომელიც აქამდე ექსპორტზე სხვადასხვა დერეფნებით გადიოდა. ახლა კი ამ თრეიდერებს საშუალება ექნებათ ჩვენი დერეფნით უფრო მოქნილად და მარტივადი სარგებლონ,” – აცხადებს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *