დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ყაზახ კოლეგასთან

2022 წლის 31 მარტს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან  მუხთარ ტლეუბერდისთან. 

მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე ომის გრძელვადიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებზე, როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში. 

საუბარი შეეხო საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგს და მისი განვითარების პერსპექტუვებს, განსკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკირ თანამშრომლობაზე, კერძოდ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მიმართულების შემდგომ განვითარებაზე. 


მინისტრები შეთანხმდნენ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითებთან დაკავშირებით მხარეებს შორის  მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *