საქართველო მიუერთდა ოთხმრივ დეკლარაციას „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ შესახებ
აქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ შესახებ ოთხმხრივ დეკლარაციას, რომელშიც ხაზი გაესვა ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობასა და დეკლარაციის მხარე სახელმწიფოების სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
დეკლარაციაში ხაზგასმულია სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისა და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის, საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემაში „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ ინტეგრაციისა მხარეთა შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვანი როლი.
დოკუმენტში ასევე აღინიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი ტრანსპორტის ხელშეწყობისათვის ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის მნიშვნელოვანი როლი და ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებისათვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების მნიშვნელობაზე, რაც სარკინიგზო ხაზის გაძლიერებას ემსახურება.
დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია აღნიშნული მარშრუტით სატრანსპორტო ოპერაციების ხარისხის ზრდისათვის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მნიშვნელოვანი საჭიროება.