ყაზახეთის და საქართველოს „მეგობრობის დღე“

2019 წლის 29 ოქტომბერს ყაზახეთის საელჩომ გამართა შეხვედრა საქართველოს მწერლებთან და კულტურის მოღვაწეებთან საქართველოს მწერალთა სახლში.
ღონისძიების მიზანი იყო ორი ქვეყნის ხალხების დაახლოება, საზოგადოების ინფორმირება პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების შესახებ, განხორციელებული ყაზახეთში საზოგადოების ცნობიერების მოდერნიზაციის შესახებ.
თავის გამოსვლაში, საქართველოში ყაზახეთის ელჩმა ბაურჟან მუხამეჯანოვმა აღნიშნა, რომ ტრადიციულად მეგობრულ ყაზახურ-ქართულ ურთიერთობებს გააჩნიათ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ფესვები. ბოლო წლების განმავლობაში, ორმხრივი თანამშრომლობა ძალიან დინამიურად და ნაყოფიერად ვითარდება: აღინიშნება ურთიერთვაჭრობის მოცულობის და ტურისტების რაოდენობის მდგრადი ზრდის ტენდენცია, ასევე მიმდინარეობს კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავება.
საქართველოს მწერალთა კავშირის თავჯდომარემ – მაყვალა გონაშვილმა ისაუბრა აზიის მწერლების პირველ ფორუმში მონაწილეობის შესახებ, დადიდი მნიშვნელობა მიანიჭა ორი ქვეყნის მწერალთა საზოგადოებებს შორის თანამშრომლობას.
აღინიშნებოდა მიღწეული შეთანხმებები ორი ქვეყნის თანამედროვე პოეტების ნაწარმოებების ანთოლოგიის გამოცემის შესახებ, ნათარგმნი ყაზახურ და ქართულ ენებზე. მწერალთა კავშირმა გამოთქვა დაინტერესება აბაი კუნანბაიულის ნაწარმოებების ქართულ ენაზე თარგმნაში მონაწილეობის მიღების თაობაზე.
მწერალთა შეხვედრის სტუმარმა – თურქულენოვანი ხალხების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა, პროფესორმა იახია ალიევმა თავის გამოსვლაში აღნიშნა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ნ. ა. ნაზარბაევის შორსმჭვრეტელი პოლიტიკა ეროვნებათაშორისი თანხმობის შენარჩუნებაში. იახია ალიევმა, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ყაზახეთში, განსაკუთრებით ყურადღებით აღნიშნა “ყაზახი ხალხის სიბრძნე და სიკეთე, რომლებმაც მიუხეადავად იმისა, რომ დაკარგეს საკუთარი მოსახლეობის ნახევარი, თბილად მიიღეს ის რეპრესირებული ოჯახები, რომლებმაც ყაზახეთში იპოვეს თავშესაფარი.“
შეხვედრაზე გაიმართა ქართველი მწერლის, ვახტანგ გოგოლაძის წიგნის პრეზენტაცია, სახელწოდებით “იქ, ყაზახეთში”, რომელიც გამოიცა ყაზახეთის საელჩოს მხარდაჭერით. მინიატურებსა და მოთხრობებში, ავტორი ყვება ყაზახეთში გატარებული წლების შესახებ, ოჯახის იძულებითი გადასახლების დროს. ”არასოდეს დამავიწყდება ის სიყვარული და სითბო, რაც ყაზახმა ხალხმა გამოხატა ჩემს მიმართ. მე თქვენ ყველა მიყვარხართ” – თქვა მწერალმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *