პარლამენტში ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანების საქმიანობის, ჩატარებული კვლვებისა და რეკომენდაციების მოსმენა გაიმართება

25 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანების საქმიანობის, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის კვლევის შედეგების და რეკომენდაციების მოსმენა გაიმართება. (მის: რუსთაველის გამზირი #8, კონსტიტუციის სახელობის დარბაზი (N304, A კორპუსი)

შეხვედრის მიზანს, საკანონმდებლო ორგანოსთვის ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობის, ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებული გეგმების, ხედვებისა და სტრატეგიის გაზიარება და არსებული პოტენციალის შეფასება  წარმოადგენს.

შეხვედრას, რომელიც  სამუშაო ფორმატში გაიმართება, წარუძღვება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი. დამსწრე საზოგადოებას ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების რეკომენდაციებს გააცნობს  გაერთიანების (KGEU) გამგეობის თავმჯდომარე და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოშიგიორგი ჯახუტაშვილი,  საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ კვლევის პრეზიტენციას წარადგენს თიბისი კაპიტალის კვლევების სამსახურის უფროსი ირინა კვახაძე.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კვლევა  ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების და TBC კაპიტალის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა.  შექმნილი დოკუმენტი მოიცავს 2021 წლისა და 2022 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით, რაც ყაზახეთსა და საქართველოს  შორის მომავალი საქმიანობის ეფექტიანად განსაზღვრის, დაგეგმვისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა.

კომიტეტის მოსმენაზე ასევე  მოწვეული არიან სახელმწიფო სტრუქტურების, ბიზნეს ორგანიზაციების, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს და მედიის წარმომადგენლები, ეკონომიკის დარგის ექსპერტები, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებლები.

ინფორმაციაყაზახურქართული ეკონომიკური გაერთიანების შესახებ

 „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, 2021 წლის მარტში დაფუძნდა. გაერთიანების დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქროუდჯგუფი“, „ხალიკბანკისაქართველო“, „კაპიტოლჯგუფი“, „ბათუმისნავთობტერმინალი“ და GK Logistics არიან. აღნიშნულინიციატივას, ასევე, შეუერთდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ავიაკომპანია „ეარასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“. გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე, წევრთა გადაწყვეტილებით, „კაპიტოლ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილია, გენერალური დირექტორი კი, ნატალია ფედოსეევა გახლავთ.  ორგანიზაციის მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სოციალურ-კულტურული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. გაერთიანება ასრულებს ერთგვარი კომუნიკატორს როლს ორივე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის და შუამდგომლობს მათ საჯარო სტრუქტურებთან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *