ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა ბაურჟან მუხამეჯანოვმა სამუშაო ვიზიტით საქართველოს რეგიონი, სამცხე-ჯავახეთი მოინახულა
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა ბაურჟან მუხამეჯანოვმა სამუშაო ვიზიტით საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი რეგიონი, სამცხე-ჯავახეთი მოინახულა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები რეგიონის გუბერნატორ ბესარიონ ამირანაშვილთან, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები.ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა ასევე წამოაყენა პირდაპირი რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების ინიციატივები.სამცხე-ჯავახეთის რეგიონი დაინტერესებულია მანგისტაუს ოლქთან თანამშრომლობის დამყარებით ეკონომიკურ და ტურისტულ სექტორებში, მათ შორის სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში.