„კასპერსკის ლაბორატორია“ აღიარებული იქნა ლიდერად გლობალურ ბაზარზე მართული კიბერუსაფრთხოების სერვისებისთვის

თბილისი, 14 თებერვალი.  „კასპერსკის ლაბორატორიის“  მართული კიბერუსაფრთხოების სერვისების პორტფოლიომ საკონსულტაციო კომპანიის Quadrant Knowledge Solutions-ისგან უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. მაღალი შეფასება მიეცა  მომსახურების ხარისხის პარამეტრებს და იმას თუ როგორ უწყობენ  ხელს კლიენტების ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებას.

როგორც  „კასპერსკის ლაბორატორიაში“  განმარტეს,  კვლევა მოიცავს გლობალური ბაზრის დინამიკის, ძირითადი ტენდენციების, სხვადასხვა მოვაჭრეების შესაძლებლობებისა და მათი კონკურენტუნარიანობის დეტალურ ანალიზს. ანალიზის შედეგები, მათ შორის ბაზარზე წამყვანი მოვაჭრეების პოზიციები, წარმოდგენილია SPARK Matrix-ის სახით.

„კასპერსკის ლაბორატორიას“ მართული სერვისების მიმართ გააჩნია  ინტეგრირებული მიდგომა.  იგი მოიცავს ტექნოლოგიებს მიზნობრივი კიბერშეტევებისგან ყოვლისმომცველი დაცვის განხორციელებისთვის, მათ შორის მომზადების, გამოვლენისა და გამოძიების ეტაპებზე და მონაცემთა ანალიზის დროს. კომპანიას აქვს საკუთრების პლატფორმა და ექსპერტთა შიდა გუნდი საფრთხის სადაზვერვო სერვისების მიწოდებისა და მართული მომსახურების პორტფოლიოს  მხარდასაჭერად.  „კასპერსკის ლაბორატორია“  გთავაზობთ პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრს სხვადასხვა სახის კიბერ ინციდენტებზე რეაგირებისთვის, სხვადასხვა ზომის და ინდუსტრიის კომპანიებისთვის ინდივიდუალური შეთავაზებებით. კომპანიის გლობალური ყოფნა და  დიდი რაოდენობით მონაცემებზე წვდომა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალებას აძლევს მას თავის მუშაობაში  მიაღწიოს აღმოჩენისა და სიზუსტის მაღალ დონეს.  „კასპერსკის ლაბორატორიამ“  მიიღო მაღალი რეიტინგი მომსახურების ხარისხისა და ტექნიკური მომსახურებისთვის და  ლიდერი გახდა SPARK მატრიცაში“, – ამბობს Quadrant Knowledge Solutions-ის ანალიტიკოსი  პოლ როგანი. 

მართული სერვისები მოიცავენ  აქტივების და უსაფრთხოების სისტემების მუდმივ მონიტორინგს. მართულ სერვისებს ამოცნობით, რჩევითა და აღდგენის ქმედებების მიწოდებით შეუძლიათ დაიცვან მოწყობილობები საფრთხისგან, ინფორმაციის გაჟონვისა და IT გარემოში სხვა მოწყვლადობისაგან. მართული სერვისის პროვაიდერები უზრუნველყოფენ MDR (ManagedDetectionand Response)  სერვისებს, საფრთხეების ანალიზს, დაუცველობის მენეჯმენტს, მოწყობილობების მართვას და სხვა საკონსულტაციო სერვისებს ორგანიზაციის ქსელში ხილვადობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *