ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღე ბათუმში აღნიშნა.


ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ საპატიო კონსულ თემურ უსტიაშვილთან და ლიეტუვის მეგობრებთან ერთად ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღე ბათუმში აღნიშნა. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ელჩმა და სიხარული გამოხატა ლიეტუვასა და საქართველოს შორის გრძელვადიანი ახლო და წარმატებული ურთიერთობებით, ასევე ბათუმის მერის ვიზიტით კლაიპედაში, რომელიც შედგა ერთი თვის წინ და წარმოადგენს ბოლო დროს ამ ქალაქებს შორის თანამშრომლობის განვითარების დაჩქარებული ტემპის გამოხატულებას. დღესასწაულთან დაკავშირებით ვიდეო მილოცვა გამოგზავნა კლაიპედას ქალაქის მერმა ვიტაუტას გრუბლიაუსკასმაც. მიღებაზე მისალმებები და მილოცვები გამოთქვეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და ბათუმის მერმაც. ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღის აღნიშვნა ბათუმში პირველად გაიმართა, სადაც ლიეტუვის მეგობრები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეიკრიბნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *