2022 წელს „კასპერსკის ლაბორატორიამ“ თითქმის ორჯერ მეტად შესძლო შეეჩერებინა ფიშინგურ ბმულებზე დაწკაპუნების ნახევარ მილიარდზე მეტი მცდელობა

თბილისი, 14 მარტი.  „კასპერსკის ლაბორატორიის“  უსაფრთხოების გადაწყვეტილებების ანტი-ფიშინგურმა სისტემამ 2022 წელს შეაჩერა ფიშინგის ბმულებზე დაწკაპუნების 507851735 მცდელობა, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია ვიდრე 2021 წელს.

როგორც კომპანია გვაცნობებს,  ფიშინგ ბმულებზე დაწკაპუნებები ყველაზე ხშირად იბლოკებოდა ვიეტნამის მომხმარებლების მოწყობილობებზე (17,03%) – 2021 წელს ეს ქვეყანა არ იყო ყველაზე იერიშმიტანილი ქვეყნებისა და ტერიტორიების ტოპ 10-ულში. მეორე ადგილზე მაკაოა (13,88%), რომელიც ასევე არ იყო გასული წლის რეიტინგში. მესამე ადგილზეა მადაგასკარი (12,04%), რომელიც 2021 წელს მეშვიდე ადგილზე იყო. ვიეტნამისა და მაკაოს გარდა, ყველაზე თავდასხმულ ქვეყნებსა და ტერიტორიებში ალჟირი (11,05%), მალავი (10,91%) და მაროკო (10,43%) მოხვდნენ. ეკვადორი (11,05%) მეხუთე ადგილზე გადავიდა, ხოლო ბრუნეიმ (10,59%) ერთი ადგილით ჩამოინაცვლა და  მეშვიდეზე ადგილზე მოხვდა. ბრაზილია (10,57%) და პორტუგალია (10,33%) პირველი და მესამე ადგილებიდან მერვე და მეათე ადგილზე გადავიდნენ, ხოლო საფრანგეთმა, რომელიც 2021 წელს მეორე ადგილზე იყო, TOP 10-ული დატოვა.

როგორც წინა წლებში, ფიშინგ გვერდების უმეტესი ნაწილი განთავსებული იყო COM დომენის ზონაში, მაგრამ მისი წილი თითქმის განახევრდა — 31,55%-დან 17,69%-მდე. მეორე ადგილი დაიკავა XYZ ზონამ (8,79%), რომლის წილიც შემცირდა. მესამე ყველაზე პოპულარული დომენი თავდამსხმელებს შორის იყო FUN დომენი (7,85%), რომელიც მანამდე ყურადღებას არ იპყრობდა.  დომენი ასოცირდება გასართობ კონტენტთან, რითაც ალბათ თაღლითები მოიხიბლნენ.  ORG (3,89%) და TOP (1,80%) დომენები დარჩნენ მეოთხე და მეხუთე ადგილებზე, რომლებმაც 2021 წელთან შედარებით ადგილები გაცვალეს მხოლოდ. გარდა ამისა, კიბერკრიმინალებს შორის ყველაზე პოპულარული დომენური ზონების ათეულში შედიან ისეთი ქვეყნების დომენური ზონები, როგორებიც არიან: RU (1,52%), COM.BR (1,13%), DE (0,98%), CO.UK (0,98%) და SE (0,92). %).

2022 წელს, ანტი-ფიშინგის მიერ დაბლოკილ ფიშინგ ბმულებზე დაწკაპუნების მცდელობების უმეტესობა დაკავშირებული იყო მიწოდების სერვისების იმიტირებულ გვერდებთან (27,38%). მეორე ადგილზეა ონლაინ მაღაზიები (15,56%), რომლებმაც კიბერკრიმინალებში პოპულარობა მოიპოვეს პანდემიის დროს. ხოლო მესამე და მეოთხე ადგილები გადახდის სისტემებმა (10,39%) და ბანკებმა (10,39%) დაიკავეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *