ჩინური ოპერის დასის „მაკბეტი“ რუსთავის თეატრის სცენაზე
რუსთავის თეატრი სცენაზე ჩინური ოპერის დასმა „მაკბეტი“ წარმოადგინა. რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულმა თეატრმა, 400 წლიან ისტორიის მქონე, ჰეიჯუს ოპერის დასს უმასპინძლა. დასმა უილიამ შექსპირის ცნობილი პიესა „მაკბეტი“ საოპერო დადგმის ინოვაციური ქორეოგრაფიით და გამორჩეული ტექნიკური ელემენტებით წარმოადგინა.სპექტაკლი ამ წუთებში მიმდინარეობს.
ამასთან, ჩინური ოპერის დასი იმ ტრადიციული კოსტუმებით გამოირჩევა, რომელსაც ოთხი საუკუნის ისტორია აქვს შენარჩუნებული და არამატერიალურ კულტურის ძეგლად არის მიჩნეული.
აღსანიშნავია,რომ დასი საქართველოში პირველად იმყოფება, რუსთავამდე ჩინური ოპერის დასმა 14 და 15 დეკემბერს რუსთაველის თეატრის სცენაზე წარმოდგენა გამართა.
აღნიშნული ტური ორგანიზებულია ჩინეთის თეატრის ასოციაციის, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის მიერ. ჩინური ოპერის დასის ტური საქართველოში, ჩინეთის ლიტერატურის და ხელოვნების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. იხილეთ ვიდეო.