კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „პოლიტიკური რეფორმების როლი ცენტრალურ აზიაში ყაზახეთის მაგალითზე“

? 11 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „პოლიტიკური რეფორმების როლი ცენტრალურ აზიაში ყაზახეთის მაგალითზე“.? ლექციას საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი, კანატ სეიტჟანოვი უძღვებოდა. დიპლომატმა ყაზახეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები მიმოიხილა, ისაუბრა ქვეყანაში განხორციელებულ ბოლოდროინდელ რეფორმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე განიხილა საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობები.? შეხვედრის მეორე ნაწილი აქტიური ინტერაქციული რეჟიმით გაგრძელდა, სადაც სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.? საჯარო ლექცია ინგლისურ ენაზე წარიმართა, მოდერატორობას კი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია უწევდა.? ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *