16-17 მაისს კამპანიის „გაიზომეწნევა – #ამას შენთვის გეუბნები“ ფარგლებში ჰიპერტენზიის უფასო სკრინინგი გაიმართება

16-17 მაისს, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მასშტაბური უფასო გასინჯვები გაიმართება. პროექტი „გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები“ წელს 20 კლინიკას და საქართველოს წამყვან ექიმებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. პაციენტების მიღება 10:00-დან 18:00-მდე „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში მოხდება.

ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც არის 40 წლის და მეტის, აწუხებს არტერიული წნევა ან აინტერესებს, არის თუ არა ჰიპერტენზიის რისკ-ჯგუფში, შესაძლებლობა აქვს სრულიად უსასყიდლოდ ჩაიტაროს ჰიპერტენზიისსკრინინგი, ადგილზე გაიაროს კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში, გადაიღოს კარდიოგრამა.

ადგილზე უფასო გამოკვლევის მისაღებად, საჭიროა წინასწარ ჩაწერა შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0 800 100 123. მნიშვნელოვანია, რომ  ზარი უფასოა.

მაისი ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. გლობალურიკამპანია, სახელწოდებით, „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივითჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან GlobalHeartHubერთად უკვე მეხუთე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. საქართველოში პროექტი კარდიოლოგიისა და ჰიპერტენზიის საზოგადოების მხარდაჭერით და ჩართულობით ხორციელდება.  მის მიზანს არტერიული წნევის შემოწმება და რეგულარული კონტროლის  მნიშვნელობა წარმოადგენს, რათა მოხდეს  დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილება.

„გაიზომე წნევა -ამას შენთვის გეუბნები“ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას პროექტში. ცნობილია, რომ არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება 40 წლის ზემოთ მატულობს და ოჯახის წევრების როლიარტერიული წნევის შემოწმების ჩვევის განვითარებაში თაობებს შორის მზრუნველობაგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში,  „სერვიე“  ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლას ტრადიციულად უფასო სკრინინგ პროგრამით განაგრძობს, რათა უზრუნველყოს დაავადების ადრეული გამოვლენა, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჰიპერტენზიის მძიმე შედეგებისგან პაციენტების დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ  ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს გულის უკმარისობის, ინსულტისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის შემცირებას.

უფასო გამოკვლევებში ჩართულია შემდეგი კლინიკები და ექიმები:

  • თიმი-თბილისისმედიცინისინსტიტუტი
  • თბილისისგულისცენტრი
  • შპს. სისტოლა
  • ამერიკულიჰოსპიტალი
  • პინეოსამედიცინოეკოსისტემა
  • შპს “N5 კლინიკურისაავადმყოფო”
  • კლინიკა “ჯერარსი”
  • კარდიოლოგიურიკლინიკაგული
  • უმაღლესისამედიცინოტექნოლოგიებისცენტრი
  • ჯეოჰოსპიტალსისთბილისისმრავალპროფილურისამედიცინოცენტრი
  • ბოხუასსახელობისკარდიოვასკულურიცენტრი
  • აკად. გ. ჩაფიძისსახელობისგადაუდებელიკარდიოლოგიისცენტრი
  • თსუსაუნივერსიტეტოკლინიკავივამედი
  • ნიუვიჟენსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
  • თბილისისგულისდასისხლძარღვთაკლინიკა
  • ო. ღუდუშაურისსახელობისსამედიცინოცენტრი
  • ჰელსიკორი – ისრაელი-საქართველოსსამედიცინოკვლევითიკლინიკა
  • თამაზორაგველიძისკარდიოლოგიურიცენტრი
  • ს. ხეჩინაშვილისსახელობისსაუნივერსიტეტოკლინიკა
  •  მ.წინამძღვრიშვილისსახ. კარდიოლოგიისცენტრი- გერმანულ-ქართულიკლინიკა

ინფორმაცია დაავადების შესახებ:

არტერიული ჰიპერტენზია კვლავ ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზად რჩება და პასუხისმგებელია წელიწადში 11 მილიონზე მეტ სიკვდილზე მსოფლიოში. მაღალი არტერიული წნევის მქონე ორი ადამიანიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ მას აქვს მომატებული არტერიული წნევა. არადიაგნოსტირებული პაციენტების დიდი ნაწილი არის აქტიური, 60 წელზე ნაკლები ასაკისა და დაკავებული ადამიანი. მომატებული არტერული წნევა ინსულტის, ინფარქტის და თირკმლის დაავადების წინაპირობაა. მაღალიწნევისგანარავინარისდაზღვეული, მაგრამგანსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლებაზრდისმომატებულ არტერიული წნევისგანვითარებისრისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბიწონა, კვებისთავისებურება, კერძოდ, დიდირაოდენობითმარილისმიღება,წნევისმატებასუწყობსხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა -ალკოჰოლისჭარბიმოხმარება, თამბაქოსმოწევა.

ჰიპერტენზია ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ.  სწორედ ამიტომ,  მას  „ჩუმმკვლელს“უწოდებენ, რადგანპრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმაარცკიიცისრომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკურინიშნებისგამოვლენამდე,ჰიპერტენზიისაღმოჩენისერთადერთისაშუალებასახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმებიმოგვიწოდებენ, 40 წლის ზემოთ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები.  ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც  კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს,  რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების ეფექტურ მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *