საქართველოს ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal-ის შექმნას

?

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების, კერძოდ ჩინეთს, ევროპასა და თურქეთს შორის გადაზიდვების სტიმულირების მიზნით, საქართველოს ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal-ის შექმნას. ? აღნიშნული ქვეყნების რკინიგზების ხელმძღვანელებმა სადამფუძნებლო ხელშეკრულება გააფორმეს და ხელი მოაწერეს ახალი კომპანიის წესდებას, რომელიც დამფუძნებლების ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს, საწარმოს შექმნისა და ფუნქციონირების ერთიან მიდგომებსა და პრინციპებს განსაზღვრავს. ? ერთობლივი კომპანიის მიზანი შუა დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ხელშეწყობაა. პარტნიორი ქვეყნების რკინიგზები აქტიური მუშაობითა და ღონისძიებებით ახალი ბლოკმატარებელების მოზიდვას გეგმავენ და ტვირთმფლობელებს ,,ერთი ფანჯრის პრინციპით” მომსახურებას სთავაზობენ. ? სწრაფი და გამჭირვალე მომსახურება სრულ მარშრუტზე – ეს არის Middle Corridor Multimodal-ის მთავარი ამოცანა. ? შეგახსენებთ, რომ ერთობლივი მუშაობა საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანის რკინიგზებსა და კასპიის ზღვის პორტებს შორის 2013 წლიდან მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *