ირანმა შეძლო ალტეპლაზის წარმოების განვითარება მწვავე იშემიური ინსულტის სამკურნალოდ

ირანმა შეძლო ალტეპლაზის (Altelyse) წარმოების განვითარება მწვავე იშემიური ინსულტის სამკურნალოდ და ამერიკის შემდეგ გახდა აღნიშნული პრეპარატის მეორე მწარმოებელი .
ირანულ სამეცნიერო კომპანიამ Arena Life Science-მა გახსნა საწარმოო ხაზი წამლისთვის, რომელსაც შეუძლია სისხლის შედედების დაშლა, ტვინში სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ინსულტის მქონე პაციენტებში გართულებებისა და ინვალიდობის თავიდან აცილება.
ალტეპლაზა ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას თრომბოზის მკურნალობისათვის იმ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და ფილტვის მასიური ემბოლია ჰემოდინამიკური არასტაბილურობით.
აღნიშნული პრეპარატის წარმოებით, ირანის ისლამურ რესპუბლიკას შეუძლია დაზოგოს საშუალოდ $10 მილიონი წელიწადში.
გასული წლების განმავლობაში, ირანმა, რომელიც აწარმოებს ქვეყნის ფარმაცევტული პრეპარატების უმეტეს ნაწილს, სამედიცინო სექტორში დიდ პროგრესს მიაღწია და გაზარდა ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტი ბევრ ქვეყანაში

iran #medicine #science

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *