ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ინდოელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ინდოეთის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

მინისტრის მოადგილემ მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ინდოელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ინდოეთს შორის სწრაფად მზარდ და დინამიურ თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაფუძნებულია ერთგულების, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპებზე.

სიტყვით გამოსვლისას, ალექსანდრე ხვთისიაშავილმა ისაუბრა ინდური კომპანიების დაინტერესებაზე საქართველოსთან თანამშრომლობისა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების კუთხით.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *