Arkan property გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი (WEPs) გახდა

Arkan property გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ოფიციალური ხელმომწერი გახდა. 

ამ გადაწყვეტილებით, Arkan property-ის გუნდი კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ მხარდაჭერას.

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების გააზრებით, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესები მხარდაჭერას გამოთქვამენ და ადასტურებენ, დაიცვან სამუშაო სივრცეში და საზოგადოებაში თანასწორი უფლებები და იზრუნონ უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, რაც ამასთანავე უძრავი ქონების კომპანიის კორპორატიული კულტურის განუყოფელი ნაწილია. პრინციპები სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებების, მათ შორის, შრომის უფლებების საერთაშორისო ნორმებთან.

„მოხარული ვარ, რომ Arkan Property გახდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია, რითაც ჩვენს გუნდში ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულება ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ. 

ამ პრინციპებზე ხელმოწერით, Arkan property იღებს ვალდებულებას, გამოიყენოს იმგვარი სამუშაო პრაქტიკა, რომელიც ქალებსა და კაცებს თანაბრად აძლიერებს. ამასთან, გააგრძელოს ქალთა კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინიციატივებით. 

WEPs-ზე ხელის მოწერით, Arkan property გამოთქვამს მზაობას, ხელი შეუწყოს ქალთა აქტიურ მონაწილეობას ბიზნესში, ქვეყნის ეკონომიკაში და წვლილი შეიტანოს მათ ეკონომიკურ გაძლიერებაში” – Arkan Property-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნანუკა ალავიძე. 

ამ ინიციატივის ფარგლებში, ქალების მხარდაჭერისთვის და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობისთვის, ამჟამად Arkan Property ციფრული ხელსაწყოების სასწავლო, უფასო, მოკლევადიანი პროგრამების კურსს ახორციელებს, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. 

ამ და სხვა ინიციატივებით, ჩვენი გუნდის მიზანია  მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქალთა დასაქმებას და პროფესიულ განვითარებას.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტო, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე მუშაობს.

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები შემუშავდა გაეროს გლობალური შეთანხმებისა (UN Global Compact) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ერთობლივი ძალისხმევით.

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს ამ დროისთვის გლობალურად 6 266 კომპანია უჭერს მხარს, მათ შორის საქართველოდან – 205. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *