2023 წელს მსოფლიოში მობილურ მოწყობილობებზე თავდასხმების რაოდენობა 52%-ით გაიზარდა: „კასპერსკის ლაბორატორია“
თბილისი, 12 მარტი. „კასპერსკის ლაბორატორიი“ ექსპერტებმა გააანალიზეს მობილური საფრთხის ველი 2023 წელს და დაასკვნეს, რომ მობილური საფრთხეების მზარდი გავრცელება თან ახლავს მავნე მობილური ხელსაწყოების და ტექნოლოგიების განვითარებას. კომპანიის ექსპერტების აზრით, შესამჩნევად გაიზარდა თავდასხმების რაოდენობა 2023 წელს. რაოდენობრივად ეს მაჩვენებელი შეადგენს 33 790 599 თავდასხმას, მაშინ როცა 2023 წლისათვის ის შეადგენდა 22 255 956 თავდასხმას, გაიზარდა თითქმის 52 %-ით.
მობილური მოწყობილობებისთვის ყველაზე გავრცელებული საფრთხე იყო სრეკლამო პროგრამები, პროგრამული უზრუნველყოფის ტიპი, რომელიც აჩვენებს არასასურველ (და ზოგჯერ გამაღიზიანებელ) მცურავ რეკლამებს, რამაც ყველა აღმოჩენილი საფრთხის 40, 8%-ი შეადგინა. რაც შეეხება საბანკო ტროიანს, ასეთი მავნე პროგრამის საინსტალაციო პაკეტების რაოდენობა 153 682-მდე შემცირდა გასულ წელს მკვეთრი ზრდის შემდეგ, როდესაც ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. ამავდროულად, მობილური ბანკირების გამოყენებით თავდასხმების რაოდენობა თითქმის იგივე დონეზე დარჩა.
„კასპერცკის ლაბორატორია“ გვაცნობებს, რომ კიბერდამნაშავეები ხშირად ავრცელებენ მობილურ საფრთხეებს როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ აპლიკაციების მაღაზიებში. 2023 წელს კომპანიის ექსპერტებმა აღმოაჩინეს Google Play-ში შეღწევადი მრავალი მავნე აპლიკაცია. 2023 წელს თაღლითების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა იყო ყალბი საინვესტიციო აპლიკაციები, რომლებიც იყენებდნენ სოციალური ინჟინერიის ტაქტიკას მომხმარებლების პერსონალური მონაცემების, ძირითადად ტელეფონის ნომრებისა და სრული სახელებისმოსაპარად, რომლებიც მოგვიანებით ემატებოდა სატელეფონო თაღლითობისთვის გამოყენებულ მონაცემთა ბაზას. შეტევის კიდევ ერთი გავრცელებული ვექტორი იყო WhatsApp-ისა და Telegram-ის მავნე მოდიფიკაციები, რომლებიც შექმნილია მომხმარებლის მონაცემების მოსაპარად.
„Android მავნე პროგრამების აქტივობის ზრდა 2023 წლის განმავლობაში მოასწავებს საგანგაშო ცვლილებას შედარებითი სიმშვიდის პერიოდის შემდეგ. ამ აქტივობამ მიაღწია იმ დონეს, რომელსაც ადგილიჰქონდა 2021 წლის დასაწყისში. ეს არის მკვეთრი შეხსენება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიფხიზლე და მივიღოთ უსაფრთხოების მკაცრი ზომები, რათა თავი ავარიდოთ კიბერ საფრთხეებს“, – აღნიშნა „კასპერსკის ლაბორატორიის“ მობილური უსაფრთხოების ექსპერტმა ანტონ კივამ.
2023 წელს მობილური საფრთხეების შესახებ სრული ანგარიშის სანახავად ეწვიეთ Securelist.com.