წითელი სკამი, ფემიციდისწინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო

ქალთა მიმართ ძალადობასთან და ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციასთან ბრძოლაში იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ძალისხმევის ნიშნად, საქართველოში იტალიის საელჩოს ტერიტორიაზე წითელი ფერის სკამი განთავსდა.

მინისტრი ანტონიო ტაიანის ინიციატივით, სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ იტალიის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ასეთივე წითელი სკამები დამონტაჟდა, როგორც იმ სიცარიელის სიმბოლო, “რომელიც საზოგადოებაში ფემიციდის მსხვერპლი ქალების შემდეგ რჩება”.

თბილისში სოლიდარობისა და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის სიმბოლოდ აღიარებული სკამის გასხნას დაესწრნენ იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *