ირაკლი კობახიძემ ბატონ მასუდ ფეზეშქიანს წერილი გაუგზავნა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
ირაკლი კობახიძემ ბატონ მასუდ ფეზეშქიანს წერილი გაუგზავნა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ძალისხმევა უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ, უსაფრთხო და წარმატებულ მომავალს.ვსარგებლობ შემთხვევით, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატებები თქვენს საპასუხისმგებლო სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ირანელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.პატივისცემით ირაკლი კობახიძე.