რეგიონული სტაბილურობის თბილისის მე-5 საერთაშორისო ფორუმი!

თბილისის რეგიონული სტაბილურობის ფორუმი: „შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება ახალი საფრთხეების და ცვალებადი გარემოს პირობებში – მომავლის ხედვა შავი ზღვის რეგიონისთვის“, 23-24 სექტემბერს, თბილისში, ქორთიარდ მარიოტში გაიმართება.

თბილისის საერთაშორისო ფორუმი რეგიონული სტაბილურობისთვის არის თბილისში დაფუძნებული და მოქმედი პირველი საერთაშორისო ინიციატივა ბირთვული უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. ფორუმის ორგანიზატორია  სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ფორუმის მხარდამჭერია შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

ფორუმი არის დისკუსიებისა და მოსაზრებების გაცვლის პლატფორმა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა, შავი ზღვის რეგიონის გამოწვევები და  თანამშრომლობის შესაძლებლობები.

რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მიმდინარე ომი ქმნის გაურკვევლობას მასობრივი განადგურების იარაღის  გაუვრცელებლობის რეჟიმის მომავალთან დაკავშირებით. ძლიერი ერთობლივი ძალისხმევა ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის რისკების დასაძლევად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ფორუმზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

·         ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში

·         ჰიბრიდული საფრთხეები და დეზინფორმაცია არსებული ბირთვული და რადიაციული საფრთხების კონტექსტში

·         ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების ანალიზი და პრევენციის სტრატეგიები

·         ეკონომიური და ფინანსური სექტორი არსებული საფრთხეების და რუსეთის წინააღმდეგ საქნციების კონტექსტში

ფორუმს გახსნიან აშშ  ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, შვედეთის  განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ელისაბეტ ბრანდბერგი, ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე  ანტონი ბრუნველი და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელი კრისტინ მარკლუნდი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *