25 ოქტომბერს-ყაზახეთის რესპუბლიკის დღე

25 ოქტომბერს ყაზახები აღნიშნავენ თავის მთავარ ნაციონალურ დღესასწაულს – რესპუბლიკის დღეს. ამ დღეს 1990 წელს უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია ყაზახეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ, რაც გახდა პირველი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გზაზე. ამიტომაც რესპუბლიკის დღე 25 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესი თარიღია და ასრულებს განსაკუთრებულ როლს ნაციონალური იდენტობისა და ხალხის სიამაყის განმტკიცებაში.დეკლარაცია აღიარებდა ყაზახეთს სუვერენულ სახელმწიფოდ, მასში პირველად იქნა განმტკიცებული დემოკრატიული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ისეთი პრინციპები, როგორიცაა: ერთიანობა, განუყოფლობა და ტერიტორიების ხელშეუხებლობა, მოქალაქეობა, თანაბარუფლებიანობა და მოქალაქეთა თავისუფლებები, ხელისუფლების დაყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლოდ, რესპუბლიკის კუთვნილება მიწაზე და მის წიაღისეულზე, წყალზე, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროზე, სხვა ბუნებრივ რესურსებზე, კულტურულ და ისტორიულ ფასეულობებზე, კუთვნილების მრავალსახოვან და თანაბარ ფორმაზე.მომავალში დეკლარაცია გახდა საფუძველი კონსტიტუციური კანონის მისაღებად „რესპუბლიკა ყაზახეთის სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ” 1991 წლის 16 დეკემბერსა და 1993 და 1995 წლების კონსტიტუციებისთვის.1995 წელს რესპუბლიკის დღე გამოცხადებულ იქნა ნაციონალურ დღესასწაულად და 2001 წელს აღიარებულ იქნა სახელმწიფო დღესასწაულად, ხოლო 2009 წელს ამოღებულ იქნა სახელმწიფო დღესასწაულებიდან. 2022 წელს ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ ტოკაევის ინიცირებით რესპუბლიკის დღეს 25 ოქტომბერს დაუბრუნდა ნაციონალური დღესასწაულის სტატუსი. დამოუკიდებლობის დღე 16 დეკემბერი გახდა სახელმწიფო დღესასწაული ნაციონალური გმირების გასახსენებლად. რესპუბლიკის დღე გახდა ყაზახეთში ბოლო წლებში მიმდინარე მასშტაბური გარდაქმნების სიმბოლო.

ყასიმ-ჟომართ ტოკაევის სახელმწიფო მეთაურად არჩევიდან ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომკურ სფეროში კარდინალური გარდაქმნა განხორციელდა. პრეზიდენტის ინსტიტუტის, საპარლამენტო და სასამართლო რეფორმამ განაპირობეს დემოკრატიის განმტკიცება, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა. შედეგად მოხდა გადასვლა სუპერსაპრეზიდენტო მოდელიდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე. ერთჯერადი 7-წლიანი საპრეზიდენტო ვადის შემოღებამ უნდა განაპირობოს პოლიტიკური სტაბილურობა გრძელვადიან პერსპექტივაში, გაანეიტრალოს ხელისუფლების მონოპოლიზაციის რისკი, განამტკიცოს დემოკრატიის საბაზისო პრინციპები. არჩევნების შედეგად პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების რაოდენობა 3-დან 6-მდე გაიზარდა. ამრიგად, ჩამოყალიბებულია სახელმწიფო მოწყობის ახალი მოდელი ოპტიმალური ბალანსით ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის.

პოლიტიკურის პარალელურად მიმდინარეობს ეკონომიკური რეფორმების რეალიზება ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. 30 წლის განმავლობაში ყაზახეთში მოზიდულია 441 მლრდ. დოლარის უცხოური ინვესტიცია, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორთა ნდობის ზრდას მოწმობს. რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო ფინანსურ ცენტრ „ასტანას”, სადაც 80 ქვეყნის 3200 კომპანია მუშაობს. მათ შორისაა გასულ წელს შექმნილი ყაზახურ-ქართული ერთობლივი კომპანია კრეატიული ინდუსტრიის სფეროში „Wonder Silk Studios”. ცენტრის საშუალებით მოზიდული ინვესტიციების რაოდენობა ყაზახეთის ეკონომიკაში შეადგენს 13 მლრდ. დოლარს.

ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები ითვალისწინებს ეკონომიკის დემონოპოლიზაციასა და დივერსიფიკაციას, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ფინანსური სექტორის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სისტემური მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი კონკურენტული უპირატესობები – უმდიდრესი ბუნებრივი რესურსები, უზარმაზარი აგრარული, სატრანზიტო, კომუნიკაციური პოტენციალი ეკონომიკის მდგრადი განვითარების სტიმულირებისთვის გლობალური ტურბულენტობის პირობებში.

პოლიტიკურ-ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად რეფორმები ხორციელდება სოციალურ-ჰუმანიტარულ სფეროში, რომლის მიზანია ნაციის ახალი ხარისხის შექმნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მეშვეობით. ყველა სფეროს სინქრონულმა რეფორმირებამ უნდა მიგვიყვანოს ძლიერი სახელმწიფოს შექმნამდე დემოკრატიული პოლიტიკური სისტემით, მყარად განვითარებადი საბაზრო ეკონომიკით და ცხოვრების მაღალი სტანდარტებით.

ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარებისთის მნიშვნელოვანია შესაბამისი საგარეო პირობების შექმნა. ამიტომაც ყაზახეთი ახორციელებს მშვიდობისმოყვარე და დაბალანსებულ საგარეო კურსს, აქტიურად მონაწილეობს რეგიონალურ და გლობალურ პროცესებში, შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სტაბილურობის განმტკიცებაში.

ყველასათვის ცნობილია ყაზახეთის წვლილი მსოფლიო ბირთვულ განიარაღებაში, მას შემდეგ რაც ქვეყანამ ნებაყოფლობით თქვა უარი სიდიდით მე-4 ბირთვულ არსენალზე პლანეტაზე. ჩვენი ქვეყნის პრინციპიალური პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ბირთვული განიარაღება გლობალური მშვიდობის საწინდარია. ბიოლოგიური უსაფრთხოების საერთაშორისო სააგენტოს შექმნით ყაზახეთმა გაზარდა პასუხისმგებლობა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

რელიგიურ ლიდერთა თანამშრომლობისა და კონფესიათაშორისი დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მიერ ორგანიზებული მსოფლიოსა და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა ფორუმი. 2025 წელს ასტანაში გაიმართება ამ პლატფორმის მე-7 შეკრება.

ჩვენი ქვეყანა აშენებს თანაბარუფლებიან და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობას მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან. ეს სრულფასოვნად ეხება ქართულ-ყაზახურ ურთიერთობას. ორმხრივი თანამშრომლობის სამართლებრივ ბაზას ქმნის 70-ზე მეტი შეთანხმება, რომელიც არეგულირებს ურთიერთქმედებათა სხვადასხვა მიმართულებას. საბაზისო დოკუმენტს წარმოადგენს შეთანხმება ძირითად ურთიერთობათა შესახებ, რომელიც 1993 წლის 1 ივნისს იქნა ხელმოწერილი.

აქტიურად ვითარდება პოლიტიკური კონტაქტები. გასულ წელს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განახორციელეს გაცვლითი ვიზიტები. ამ წლის აპრილში საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ყაზახეთს, სადაც შეხვდა პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოკაევს და ყაზახეთის პარლამენტის მეჯლისისა და სენატის თავჯდომარეებს.

პაპუაშვილთან საუბრისას ტოკაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ყოველმხრივი ურთიერთობის განვითარებას, როგორც სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორთან. სახელმწიფოს მეთაურის მოსაზრებით ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა და ურთიერთგაგება წარმოადგენს მყარე საფუძველს კავშირების გასაღრმავებლად.

ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო-სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს ტვირთბრუნვა ქვეყნებს შორის გაიზარდა 2,7-ჯერ და შეადგინა 735 მლნ. დოლარი. ყაზახეთი სადღეისოდ მე-8 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის. სახელმწიფო დონეზე საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას არეგულირებს მთავრობათაშორისი სავაჭრო-ეკონომიკური კომისია. 2024 წლის 19-20 სექტემბერს ასტანაში გაიმართა კომისიის მე-12 სხდომა, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინვესტიციების, სატრამსპორტო კორიდორებისა და ლოგისტიკის განვითარებაზე. განხილულ იქნა სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურის თემები. საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვი – განიხილეს ურთიერთქმედება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმისა და საავიაციო სფეროში, აგრეთვე, კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების გამყარება. დავითაშვილი და ბეკტენოვი შეთანხმდნენ გააგრძელონ მუშაობა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების უზრუნველსაყოფად.

ეკონომიკურ ურთიერთქმედებათა უმნიშვნელოვანესი სფერო სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპლექსია. ჩვენი ქვეყნები ტრანსკასპიური მარშრუტის პარტნიორები არიან. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა არაერთხელ აღნიშნა, რომ „შუა კორიდორი” გლობალური ვაჭრობის უზარმაზარ შესაძლებლობებს ხსნის და შეუძლია მნიშვნელოვნად გაამყაროს ურთიერთქმედება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. გასული წლის ხალხისადმი მიმართვაში ჩვენი ქვეყნის მეთაურმა პირველად აღნიშნა საქართველოს პრიორიტეტული როლი ამ პროექტში და გაამახვილა ყურადღება, რომ პარტნიორებთან: საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, ჩინეთთან და თურქეთთან ძალისხმევის გაერთიანების შემთხვევაში ტვირთების მოცულობა „შუა კორიდორში” შეიძლება გაიზარდოს 5-ჯერ.

შუა კორიდორში” გადაზიდვების დინამიკა ადასტურებს ამას. თუ 2022 წელს გადაზიდვათა მოცულობამ შეადგინა 1 485 000 ტონა, 2023 წელს 2 764 000. ხოლო ამ, წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 1 647 000, რაც მეტია, ვიდრე მთელ 2022 წელს. „შუა კორიდორის ეფექტიანობის ზრდას ხელს შეუწყობს ახალი ყაზახური მულტიმოდალური ტერმინალის გაშვება ფოთის პორტში. აღნიშნული ტერმინალი უკვე მოქმედ ყაზახურ ტერმინალებთან ერთად სიანში და ლიანიუნგტანში გახდება ლოგისტიკური ჯაჭვის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრანსკონტინენტალური მარშრუტისთვის ჩინეთიდან ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპის მიმართულებით. ტერმინალი ფოთის პორტში 27 მილიონი დოლარის ინვესტიციაა საქართველოს ეკონომიკაში და 150 სამუშაო ადგილი.

თუ ვისაუბრებთ მთლიანობაში საინვესტიციო თანამშრომლობაზე, საქართველოში მიმდინარეობს რეალიზება ისეთი მსხვილი ყაზახური პროექტებისა, როგორებიცაა: ბათუმის ნავთობტერმინალი და ზღვის პორტი, „Rompetrol Georgia” და „Halyk Bank Georgia”. ბათუმის ნავთობტერმინალი და პორტი იკავებენ დაახლოებით 40%-ს საქართველოს საზღვაო გადატვირთვების, სადაც დასაქმებულია 1200 საქართველოს მოქალაქე. ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტში გადასახადების სახით შეტანილია 73 მლნ. დოლარი, საშუალოდ 400 000 დოლარი თვეში, თუ არ ჩავთვლით დასაქმებულთა ხელფასს, მათ სამედიცინო დაზღვევას და ა.შ.

საქართველოს ბაზარზე 15 წლის განმავლობაში მოქმედი ყაზახური კომპანია „Rompetrol Georgia”-ს ნავთობპროდუქტების რეალიზაციის ბაზრის 17% უკავია და აერთიანებს 67 სადგურს საქართველოს მასშტაბით, სადაც დასაქმებულია 700 ადგილობრივი. აღნიშნული კომპანია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გადასახადების გადამხდელს ქვეყანაში. მხოლოდ გასულ წელს მან საქართველოს ბიუჯეტში გადაიხადა 35,5 მილიონი დოლარი. მისი საწვავი შემოდის ევროკავშირიდან, მაგრამ წარმოებულია ყაზახურ ქარხნებში ყაზახური ნავთობიდან. ეს ბენზინი შეესაბამება ევრო-5-ის სტანდარტებს და ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანია საქართველოში.

ფინანსურ სფეროში 2008 წლიდან ფუნქციონირებს „Halyk Bank Georgia” – „ყაზახეთის სახალხო ბანკის” შვილობილი კომპანია. საბანკო მომსახურება ხორციელდება 8 ფილიალის მეშვეობით, რომელთაგან 2 განლაგებულია ბათუმსა და ქუთაისში. „Halyk Bank Georgia”-ს მე-9 ადგილია უკავია საქართველოს საბანკო სისტემაში.

მთლიანობაში ბოლო 17 წლის განმავლობაში ყაზახურმა ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში შეადგინა 570 მლნ. დოლარი. ეს მეტყველებს ყაზახური ბიზნესისათვის კეთილგანწყობილ საინვესტიციო კლიმატზე საქართველოში და ამის გათვალისწინებით დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება მომავალშიც.ყაზახურ-ქართულ ურთიერთობათა მნიშვნელოვანი შემადგენელია თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ყაზახეთი შედის ძირითადი ქვეყნების რიცხვში ტურისტების რაოდენობით საქართველოში. თუ 2022 წელს საქართველოს ესტუმრა 120 494 ყაზახი (მე-8 ადგილი), 2023 წელს უკვე 167 492 (მე-6 ადგილი). მაგრამ, მთავარი ისაა, რომ თუ შევხედავთ გაწეული ხარჯების რაოდენობის მხრივ, წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით ყაზახები პირველ სამეულში აღმოჩნდნენ, ამ პერიოდის განმავლობაში დახარჯეს 670 მილიონი დოლარი.კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს თანამშრომლობა კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში. მიმდინარეობს ყაზახური სახელოვნებო კოლექტივების აქტიური საგასტროლო ტურები საქართველოში. გასულ წელს თბილისში დიდი წარმატებით ჩაიარა ცენტრალური აზიის უმსხვილესი თეატრის „ასტანა ოპერას” გასტროლებმა. ამ წლის სექტემბერში თბილისსა და ბათუმში „შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების” ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ყაზახეთის ერთ-ერთი საუკეთესო კამერული ორკესტრის გაზიზა უბანოვის სახელობის სახელმწიფო კვარტეტის გასტროლები, რომელიც მრავალი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია.ამრიგად, არსებული მდგომარეობა და ყაზახურ-ქართულ ურთიერთობის ძირითადი ტრენდი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვაშენებთ ურთიერთობას თანასწორუფლებიანობის, ურთიერთდახმარების, ურთიერთინტერესთა პატივისცემის საფუძველზე ტრადიციული მეგობრობის სულითა და ნდობით ყაზახ და ქართველ ხალხებს შორის.მალიკ მურზალინი (ყაზახეთის ელჩი საქართველოში)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *